1. ტყის ხანძრის საშიშროების დონის დადგენა ხდება მიმდინარე დღის ხანძრის საფრთხის კომპლექსური მაჩვენებლის მიხედვით, ნალექიანი დღეების დასრულების შემდგომი პერიოდისათვის.
2. ტყეში ხანძრის საშიშროების დონე განისაზღვრება №1 დანართის №2 ცხრილის შესაბამისად გამოთვლილი ხანძრის საფრთხის კომპლექსური მაჩვენებელის (კმ) მიხედვით. (კმ) მაჩვენებლის გამოთვლისთვის საჭირო მონაცემებია - ჰაერის ტემპერატურა (t, °C-ში), ქარის სიჩქარე (v) და ცვარის წერტილი (z,°C-ში) ადგილობრივი დროით 13 საათისთვის, ასევე წინა (n) დღე-ღამეში მოსული ნალექის რაოდენობა. მიმდინარე დღის ხანძრის საფრთხის კომპლექსური მაჩვენებელი (კმ) გამოითვლება ფორმულით -კმ= ∑n1 {t . kv . (t – z)}. სადაც, kv არის ხანძრის საშიშროების კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს ქარის სიჩქარის (v ) გავლენას ტყის ხანძრების წარმოშობასა და გავრცელებაზე. მისი მნიშვნელობები მოყვანილია №1 დანართის №1 ცხრილში, ქარის სიჩქარის (მ/წმ-ში) სიდიდეების შესაბამისად. ხოლო, n წარმოადგენს გამოთვლის მომენტისათვის წინა უნალექო დღეების რაოდენობას. კომპლექსური მაჩვენებლის გამოთვლა იწყება ბოლო წვიმის შემდეგ და ხორციელდება ყოველი შემდეგი n დღისათვის დაჯამდება ზრდადი შედეგის შესაბამისა