1. ტყის პათოლოგიური კვლევის უმთავრესი მიზანია დადგინდეს ტყის კორომებში არსებული სანიტარიული მდგომარეობის გაუარესების მიზეზი/წყარო და შეირჩეს/განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

2. ტყის პათოლოგიური კვლევა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა. ამ წესის მე-14 მუხლის საფუძველზე ტყის მართვის ორგანოს შესაბამისი სპეციალისტების ან/და ტყის მართვის ორგანოს მიერ განსაზღვრული, ტექნიკური დავალების შესაბამისად, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ტყის კორომების სანიტარული მდგომარეობის შესწავლა;

ბ. შესწავლის საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და ღონისძიებების დაგეგმვა ტყის კორომების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

3. ტყის პათოლოგიური მონიტორინგი არის ტყის კორომების სანიტარიულ მდგომარეობაზე მუდმივი დაკვირვება, რომელიც უზრუნველყოფს:

ა) ტყის კორომებში შეცვლილი/გაუარესებული სანიტარული მდგომარეობის დროულ გამოვლენას, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს მავნებელ-დაავადებებით ან/და სხვა მავნე ორგანიზმებით, ასევე კლიმატური პირობებითა და ადამიანის არასწორი ჩარევით ბუნებაში;

ბ) ტყის კორომების სანიტარიული მდგომარეობის ანალიზს;

გ) ტყის სანიტარიული მდგომარეობის პროგნოზირებას, მავნებელ-დაავადებებისა და სხვა მავნე ორგანიზმების გავრცელებისა და შესაბამისი რისკების გათვალისწინებით;

დ) ტყის დაცვის ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასა და განხორციელებას.

4. ტყის პათოლოგიური კვლევა და ტყის პათოლოგიური მონიტორინგი ხორციელდება ტყის მართვის ორგანოს მიერ შემუშავებული ინსტრუქციის საფუძველზე, დანართი №3 შესაბამისად. ტყე დაცული უნდა იყოს პრეპარატების უარყოფითი ზემოქმედებისაგან.

5.  ტყის პათოლოგიური კვლევისა და მონიტორინგის სისტემის შედეგების ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია ტყის ზონირება – სუსტ, საშუალო და მაღალი რისკის ზონებად, მავნებელ-დაავადებებისა და სხვა მავნე ორგანიზმების გავრცელების საშიშროების გათვალისწინებით;

6. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ დაგეგმილი ბრძოლის ღონისძიება, საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეთანხმდეს სამინისტროსთან (მაგ: ავიაწამლობის ან/და ქიმიური ინსექტიციდის გამოყენებისას და სხვა), ხოლო წითელი ნუსხით დაცული ხეების სახეობების ჭრის აუცილებლობისას გადაწყვეტილებას იღებს მართვის ორგანო.

7. განსაკუთრებულ შემთხვევაში (მავნებელ-დაავადების მასობრივი გავრცელება, მავნებელი მწერებისა და სოკოების რიცხოვნობის ზრდა, ინვაზიური სახეობის დაფიქსირება ქვეყანაში) საქართველოში ნებადართულ პესტიციდების სახელმწიფო კატალოგში არარეგისტრირებული საშუალებების გამოყენება უნდა შეთანხმდეს სამინისტროსთან.

8. ტყის პათოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ბიოლოგიური და ქიმიური ბრძოლის ღონისძიების დაგეგმვისას, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს საავიაციო ან მიწისზედა შესხურებას, დაცული უნდა იყოს პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია (ხარჯვის ნორმები) და მომუშავე პერსონალის სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები. ქიმიური პრეპარატის შერჩევა დასაშვებია მხოლოდ „პესტიციდების სახელმწიფო კატალოგის“ შესაბამისად.

9. ტყის დაცვის მიზნით ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებების გამოყენების უფლებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ანიჭებენ ტყის მართვის ორგანოებ