1. ქარსაფარ ზოლში გაშენებული მერქნიანი მცენარეების  სანიტარიული მდგომარეობის გაუარესების მიზეზის/წყაროს დადგენისა და შესაბამისი ღონისძიებების შერჩევის მიზნით ტარდება პათოლოგიური კვლევა.

2. ქარსაფარი ზოლის პათოლოგიური მონიტორინგი არის ქარსაფარ ზოლში არსებული მერქნიანი სახეობების სანიტარიულ მდგომარეობაზე მუდმივი დაკვირვება, რომელიც უზრუნველყოფს:

ა) ქარსაფარ ზოლში შეცვლილი/გაუარესებული სანიტარიული მდგომარეობის დროულ გამოვლენას, რაც შეიძლება, გამოწვეული იყოს მავნებელ-დაავადებებით ან/და სხვა მავნე ორგანიზმებით, ასევე კლიმატური პირობებითა და ადამიანის არასწორი ჩარევით ბუნებაში;

ბ) ქარსაფარი ზოლის სანიტარიული მდგომარეობის ანალიზს;

გ)  ქარსაფარი ზოლის სანიტარიული მდგომარეობის  პროგნოზირებას,  მავნებელ-დაავადებებისა  და  სხვა მავნე ორგანიზმების გავრცელებისა და შესაბამისი რისკების გათვალისწინებით;

დ)   ქარსაფარი ზოლის დაცვის  ეფექტიანი ღონისძიებების  გატარების  შესახებ გადაწყვეტილების მიღებასა და განხორციელებას.

3. ქარსაფარი ზოლის პათოლოგიური კვლევისა და მონიტორინგის სისტემის შედეგების ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია ქარსაფარი ზოლების ზონირება – სუსტ, საშუალო და მაღალი რისკის ზონებად, მავნებელ-დაავადებებისა და სხვა მავნე ორგანიზმების გავრცელების საშიშროების გათვალისწინებით.

4. ქარსაფარი ზოლის პათოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ბიოლოგიური და ქიმიური ბრძოლის ღონისძიების დაგეგმვისას, რომელიც შესაძლოა, მოიცავდეს საავიაციო ან მიწისზედა შესხურებას, დაცული უნდა იყოს პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია (ხარჯვის ნორმები) და მომუშავე პერსონალის სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები. ქიმიური პრეპარატის შერჩევა დასაშვებია მხოლოდ „საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგის“ შესაბამისად.

5. ქარსაფრის ზოლების დაცვის მიზნით ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებების გამოყენების უფლებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ანიჭებს სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ქარსაფარი ზოლის მართვის ორგანოს, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებშ