1. ქარსაფარი ზოლის გამოყენების წესების დარღვევებისა და ქარსაფარი ზოლის მერქნული მცენარეების უკანონო ჭრებისაგან დაცვის მიზნით, ქარსაფარი ზოლის მართვის ორგანოს უფლება აქვს:
ა) მოსთხოვოს მოსარგებლეს, მათ წარმომადგენელს, მათთან დადებული ხელშეკრულების მხარეს ქარსაფარი ზოლით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ინფორმაცია;
ბ) ქარსაფარი ზოლის კონტროლის მიზნით ჩაატაროს მისი მდგომარეობის შეფასება-შესწავლა, ქარსაფარი ზოლის ცალკეულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებლივი გარემოებების გამოვლენის მიზნით; მათ შორის, განახორციელოს გაზომვები, აღრიცხვა, ნიმუშების აღება და სხვა ღონისძიებები;
გ) ტერიტორიის მოსარგებლეს მოსთხოვოს, თავიდან აიცილოს ქარსაფარი ზოლის განადგურების საფრთხე და შეწყვიტოს ისეთი ქმედება, რომელიც აზიანებს ქარსაფარ ზოლს;
დ) ქარსაფარი ზოლის მოსარგებლის მხრიდან სანებართვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მოთხოვნების უხეშად დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, დასვას საკითხი შესაბამისი უწყებების წინაშე საქმიანობის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ ან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თვითონ განახორციელოს აღნიშნული ქმედება.
2. ქარსაფარი ზოლის გამოყენების წესების დარღვევებისა და ქარსაფარი ზოლის მერქნული მცენარეების უკანონო ჭრების გამოვლენისას ქარსაფარი ზოლის მართვის ორგანო/მესაკუთრე ვალდებულია, ამის შესახებ აცნობოს ზედამხედველობაზე უფლებამოსილ შესაბამის სახელმწიფო ან მუნიციპალურ ორგანო