1. ქარსაფარი ზოლის სანიტარიული მდგომარეობის პროგნოზირების, მავნებელ-დაავადებებისა და სხვა მავნე ორგანიზმების გავრცელებისა და შესაბამისი რისკების გათვალისწინებით, ხორციელდება ქარსაფარი ზოლის ბიოლოგიური დაცვის ღონისძიებები.
2. ქარსაფარი ზოლის ბიოლოგიური დაცვის მიზანია მერქნიანი მცენარეების (ხეების) მავნებელ-დაავადებათაგან, სანიტარიული მდგომარეობის გაუარესებისა და სხვა უარყოფითი (მათ შორის, ანთროპოგენური) ზემოქმედებისგან დაცვა.
3. ქარსაფარ ზოლში არსებული მერქნიანი მცენარეების (ხეების) ბიოლოგიური დაცვა ხორციელდება ტერიტორიის ბიომრავალფეროვნების, აგრეთვე მისი მიმდებარე ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენების ინტერესების გათვალისწინებით და მოიცავს როგორც სამეურნეო, ბიოლოგიურ, ქიმიურ და მექანიკურ მეთოდებს, ისე მერქნიანი მცენარეების (ხეების) უარყოფითი ზემოქმედებისგან დაცვის სხვა ღონისძიებებს.
4. ქარსაფარი ზოლის ბიოლოგიური დაცვა ხდება ქარსაფარი ზოლის პათოლოგიური კვლევისა და პათოლოგიური მონიტორინგის საფუძველზ