1. ქარსაფარი ზოლის დაცვის ღონისძიებათა განხორციელების საფუძველი შეიძლება, იყოს ქარსაფარი ზოლის მართვის გეგმა ან/და სპეციალური გამოკვლევის მასალები, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

2. ქარსაფარი ზოლის დაცვის ღონისძიებებს გეგმავს და ახორციელებს ქარსაფარი ზოლის მართვის ორგანო, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, აგრეთვე სხვა სახელმწიფო უწყებები, ფიზიკური და იურიდიული პირები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ქარსაფარი ზოლის სპეციალურ გამოკვლევას ახორციელებენ ქარსაფარი ზოლის მართვის ორგანოს ან სხვა ფიზიკური და იურიდიული პირები, შესაბამისი ტექნიკური დავალების საფუძველზე.

4. ქარსაფარი ზოლის დაცვის ღონისძიებები მოიცავს მისი ფიზიკური დაცვის ღონისძიებებსა და ბიოლოგიური დაცვის ღონისძიებებს.

5. ქარსაფარი ზოლის ფიზიკური დაცვა გულისხმობს მის დაცვას ხანძრისგან, უკანონო ჭრისგან, ძოვებისა და ნებისმიერი სხვა ქმედებისგან, რომელიც ზიანს აყენებს მერქნიან მცენარეებს (ხეებს).

6. ქარსაფარი ზოლის ბიოლოგიური დაცვის განხორციელებისას ხდება მერქნიანი მცენარეების (ხეების) მავნებელ დაავადებათაგან, სანიტარიული მდგომარეობის გაუარესებისა და სხვა უარყოფითი (მათ შორის, ანთროპოგენური) ზემოქმედებისგან დაცვ