1. ქარსაფარი ზოლის მოვლა გულისხმობს უპირატესად ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრის მიერ იმ ღონისძიებების განხორციელებას, რომელთა უმთავრესი მიზანია ქარსაფარი ზოლის ფუნქციის შენარჩუნება და გაუმჯობესება.
2. აღდგენილი/გაშენებული ქარსაფარი ზოლის მოვლა ხორციელდება აღდგენა-გაშენების პროექტით განსაზღვრულ ვადებში და შესაბამისი ჯერადობით.
3. მოვლა ითვალისწინებს აღდგენილ/გაშენებულ ქარსაფარ ზოლში დარგული მცენარეების შევსების სამუშაოებსაც.
4. ქარსაფარ ზოლში არსებული მერქნიანი მცენარეების (ხეების) ხნოვანებითი სტრუქტურისა და მდგომარეობის გათვალისწინებით ხორციელდება მათი მოვლის ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს მოვლით ჭრას, სანიტარიულ ჭრასა და სარეკონსტრუქციო ჭრას, აგრეთვე მერქნიანი მცენარეების (ხეების) სხვლა-ფორმირებას, ამოღება-გაშენებასა და მავნებელი დაავადებების კონტროლს, ასევე პირველ სავეგეტაციო წელს (ან ორი სავეგეტაციო პერიოდის მანძილზე) მორწყვასა და სარეველების კონტროლს.
5. ქარსაფარი ზოლის მოვლითი ღონისძიებების ფარგლებში მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის ფორმას ადგენს სააგენტ