1. ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენებისთვის მერქნიან მცენარეთა სახეობების შერჩევა უნდა განხორციელდეს ბიომრავალფეროვნების დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ქარსაფარი ზოლის ფუნქციური მდგრადობისათვის მნიშვნელოვანი იმ სახეობებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ ქარსაფარი ზოლის შერჩეული სტრუქტურის სრულყოფილ ჩამოყალიბებას.
2. მერქნიანი მცენარეების (ხეების) სახეობები შეირჩევა უპირატესად იმ ადგილობრივი სახეობებისგან, მათ შორის, თაფლოვანი მცენარეებისგან, რომლებიც დამახასიათებელია შესაბამისი გარემო პირობებისთვის და გამოიყენება ქარსაფარი ზოლის გასაშენებლად.
3. ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების მიზნით შერჩეული სახეობები უნდა ხასიათდებოდნენ:
ა) ადგილობრივ კლიმატურ პირობებთან კარგი შეგუებით;
ბ) სწრაფი ზრდით;
გ) სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობით;
დ) კარგი ტანითა და მყარი ვარჯით;
ე) არ უნდა ჰქონდეთ ფესვიდან ამონაყარი;
ვ) არ უნდა ჰყავდეთ სასოფლო კულტურებთან საერთო მავნებლები და დაავადებები.
4. ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენებისათვის მცენარეთა სახეობების შერჩევა უნდა მოხდეს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ა) სიმაღლის კლასი;
ბ) ნიადაგის ტენიანობა;
გ) ქარგამძლეობა;
დ) ვარჯის განვითარების პარამეტრები;
ე) სიმაღლეში ზრდის სისწრაფე;
ვ) გაშენების ეკონომიურობა.
5. წლის ყველა სეზონზე, ქარსაფარი ზოლის სრულყოფილად ფუნქციონირების მიზნით, ქარსაფარი ზოლების აღდგენა/გაშენება ხდება კომბინირებულად − ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობების შერევით, ქარების სიძლიერისა თუ ადგილობრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით.
6. აკრძალულია ინვაზიური, გენეტიკურად მოდიფიცირებული სათესლე და სარგავი მასალების, მცენარეების და/ან მათი ნაწილების გამოყენება ქარსაფარი ზოლის აღდგენა-გაშენების მიზნით.
7. ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენებისათვის სარგავ მასალად შეიძლება, გამოყენებულ იქნეს:
ა) თესლნერგი;
ბ) ნერგი (ღია ან დახურული ფესვთა სისტემით);
გ) კალამ