1. სტრუქტურის მიხედვით ქარსაფარი ზოლები შესაძლოა, იყოს:

ა) ქარგაუმტარი (მკვრივი);

ბ) ნახევრად ქარგამტარი (აჟურული);

გ) ქარგამტარი.

2. ქარსაფარი ზოლის სტრუქტურის შერჩევა ხდება ადგილობრივი კლიმატური პიროებების, შერჩეული სახეობებისა და დასაცავი სასოფლო-სამეურნეო კულტურების გათვალისწინებით.

3. ქარსაფარი ზოლების კონსტრუქცია მოიცავს მთავარ და დამხმარე ზოლებს. მთავარი ზოლების გაშენება ხდება ქარის მიმართულების მართობულად, ხოლო დამატებითი − მთავარი ზოლის პერპენდიკულარულად და ქარის მიმართულების გასწვრივ. შესაძლებელია ძირითადი ზოლების მიმართულების ცვლილება ადგილობრივი პირობების (რელიეფის) გათვალისწინებით.

4. ქარის სიძლიერის ჯგუფის მიხედვით მთავარ ზოლებში რიგების რაოდენობა განისაზღვროს 2-დან (ორიდან) 8 (რვა) რიგამდე, ხოლო დამატებითი (დამხმარე) ზოლების რიგების რაოდენობა ყველა კატეგორიის მუნიციპალიტეტში განისაზღვრება 2 (ორი) რიგით.

5. ქარსაფარი ზოლის გაშენების დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მანძილი დამცავ ზოლსა და სასოფლო-სამეურნეო კულტურებს შორის.

6. ქარსაფარ ზოლებს შორის მანძილი განისაზღვრება ტერიტორიის კატეგორიის გათვალისწინებით და შეადგენს 200-დან 500-მეტრამდე.

7. ქარსაფარი ზოლის დამატებით ზოლებს შორის მანძილი მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა აღემატებოდეს მთავარი ზოლისთვის დადგენილს.

8. სამინისტრო უფლებამოსილია, ქარსაფარი  ზოლის  აღდგენის,  გაშენებისა  და  მართვის  სახელმწიფო  პროგრამის  შემუშავებისას, ტერიტორიის გათვალისწინებით, დაადგინოს ამ წესისაგან განსხვავებული ქარსაფარი ზოლის რიგების რაოდენობა და ზოლებს შორის არსებული მანძილ