1. ქარსაფარი ზოლის აღდგენა და გაშენება არის სამეურნეო ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია ქარსაფარი ზოლების ფუნქციური დანიშნულების (დაცვითი ფუნქციის) შესრულებისა და სრულყოფა-გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად ამორტიზებული ქარსაფარი ზოლების აღდგენის ან/და ახალი ქარსაფარი ზოლების გაშენების ღონისძიებების ერთობლიობა.
2. ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების ღონისძიებებია:
ა) რეკონსტრუქცია;
ბ) გაშენება დარგვით.
3. აღდგენასა და გაშენებას ექვემდებარება:
ა) ბუნებრივი ან ანთროპოგენური მიზეზებით განადგურებული ან/და დაზიანებული, ასევე იმ ხნოვანებაში მყოფი ქარსაფარი ზოლები, რომლებიც ვეღარ ასრულებენ ძირითად ფუნქციურ დანიშნულებას;
ბ) მიწის ნაკვეთები, რომელთა ბუნებრივ-კლიმატური პირობები იძლევა ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების საშუალებას, აგრეთვე მიზანშეწონილია ნაკვეთზე ან მის მიმდებარედ მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან გამომდინარ