1. სამინისტრო ამტკიცებს ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების გეგმას, რომელიც მოიცავს მერქნიანი მცენარეების (ხეების) აღდგენის/გაშენების ღონისძიებათა სახეებსა და მეთოდებს.
2. ქარსაფარი ზოლების აღდგენისა და გაშენების გეგმა უნდა მოიცავდეს:
ა) შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ქარსაფარი ზოლების ან/და სპეციალური მოკვლევის შედეგად გამოვლენილი ყველა ტერიტორიისთვის (საკუთრებისა და მართვის ფორმის მიუხედავად) ქარსაფარი ზოლების აღდგენის, გაშენების, მოვლისა და დაცვის ღონისძიებათა სახეებს;
ბ) აღდგენის/გაშენების ღირებულების (ხარჯთაღრიცხვის) გაანგარიშებას;
გ) მოვლის ღირებულების (ხარჯთაღრიცხვის) გაანგარიშებას;
დ) მოსალოდნელი ეკონომიკური ეფექტის გაანგარიშებას.
3. ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების გეგმის საფუძველზე დგება ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების პროექტი, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) პროექტის შედგენის საფუძველსა და მიზანს, მათ შორის, გადაწყვეტილებას ქარსაფარი ზოლების სტრუქტურისა და კონსტრუქციის შესახებ;
ბ) აღდგენას/გაშენებას დაქვემდებარებული ფართობის დეტალურ დახასიათებას: ადგილმდებარეობის საზღვრების, მიმდებარე ტერიტორიებისა და ბუნებრივი პირობების (გაბატონებული ქარების სიძლიერე, ნიადაგები და სხვ.) მითითებით;
გ) შერჩეული სახეობის ბოტანიკურ და ბიოეკოლოგიურ თავისებურებათა დახასიათებას;
დ) შერჩეული სახეობის მავნებელ-დაავადებების დახასიათებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციებს;
ე) საპროექტო ღონისძიებებისა და ამ ღონისძიებებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობებსა და პარამეტრებს;
ვ) მოვლის ღონისძიებებს (მათ შორის, გაშენებული ნარგაობის მოვლის ღონისძიებები);
ზ) კარტოგრაფიულ მასალას;
თ) ხარჯთაღრიცხვას.
4. სააგენტო, ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის ან/და სპეციალური მოკვლევის შედეგების გათვალისწინებით, შეიმუშავებს ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების გეგმის პროექტს და წარუდგენს სამინისტროს დასამტკიცებლა