ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ქარსაფარი ზოლი – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე ხელოვნურად გაშენებული მერქნიანი მცენარეების (ხეების) მწკრივი, რომლის მიზანია ნიადაგის ქარისმიერი ეროზიისგან დაცვა და მისი ნაყოფიერების შენარჩუნება, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის შესაბამისი ნიადაგური და მიკროკლიმატური გარემოს უზრუნველყოფა და ამ კულტურების გაბატონებული ქარებისგან დაცვა;

ბ) ქარგაუმტარი (მკვრივი) ქარსაფარი ზოლი − მთლიანად შეკრული, მკვრივი ნარგაობა, რომელშიც ჰაერის ნაკადი ვერ გადის (ან გადის ძალიან სუსტად). საშუალო სიძლიერის ქარის დროს ასეთი ზოლის შიგნით იქმნება სრული სიმყუდროვე. გარეგნულად ქარგაუმტარ ზოლში სინათლე არ გადის, იგი შეფოთლილ მდგომარეობაში მთლიანად მწვანე კედელია;

გ) ნახევრად ქარგამტარი (აჟურული) ქარსაფარი ზოლი − ქარგაუმტართან შედარებით ნაკლებად შეკრული ნარგაობა, რომელშიც საშუალო სიძლიერის ქარი გადის, ქარის სიჩქარე კლებულობს, მაგრამ ინარჩუნებს ძირითად მიმართულებას;

დ) ქარგამტარი ქარსაფარი ზოლი − ატარებს ქარს, ამასთან, ასეთ ზოლს აქვს სინათლისა და ქარის გამტარი უფრო დიდი ზომის ფანჯრები. ასეთ ზოლებს არ აქვთ ქვეტყე და ზოლის ქვედა ნაწილში ქარი გადის შიშველ ღეროებს შორის;

ე) გაბატონებული ქარები − ქვეყნის სხვადასხვა მხარეში გარკვეული მიმართულებით მოძრავი ატმოსფერული ჰაერის მასები (ქარები), რომლებიც წლის განმავლობაში სხვა მიმართულებით მოძრავ ატმოსფერული ჰაერის მასებთან (ქარებთან) შედარებით მეტად არის გავრცელებული და რომელთა გადაადგილების სიჩქარე მეტია;

ვ) ნიადაგის ქარისმიერი ეროზია − ქარის ზემოქმედებით გამოწვეული ნიადაგის ეროზია;

ზ) ნიადაგის ეროზია − ბუნებრივი ან ანთროპოგენური ფაქტორების ზეგავლენის შედეგად ნიადაგური მასის რღვევა, დაშლა, გადატანა, ჩამორეცხვა;

თ) თესლნერგი –  3 წლამდე მცენარე, რომელიც სანერგეში თესლიდანაა გაზრდილი;

ი) ნერგი – სანერგეში აღზრდილი 3-დან 10 წლამდე, ხოლო სწრაფმზარდის შემთხვევაში − 1-დან 10 წლამდე მცენარე;

კ) ქარსაფარი ზოლის აღდგენა − სამეურნეო და აგროტექნიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია ამორტიზებული, გამეჩხრებული ან/და სხვა მიზეზით განადგურებული ქარსაფარი ზოლის აღდგენა;

ლ) ქარსაფარი ზოლის გაშენება − სამეურნეო და აგროტექნიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია შერჩეულ ტერიტორიაზე ქარსაფარი ზოლის გაშენება;

მ) ამორტიზებული ქარსაფარი ზოლი − ბუნებრივი ან ანთროპოგენური მიზეზებით განადგურებული/დაზიანებული, ასევე იმ ხნოვანებაში მყოფი ქარსაფარი ზოლი, რომელიც ვეღარ ასრულებს ძირითად ფუნქციურ დანიშნულებას;

ნ) კარტოგრაფიული მასალა:

ნ.ა) საპროექტო ტერიტორიის გეგმა – მასშტაბი: 1:10 000, შესაბამისი ლეგენდით;

ნ.ბ) ტერიტორიის ორგანიზაციის სქემა − დოკუმენტი, სადაც დატანილია აღდგენა-გაშენების გეგმით განსაზღვრული ყველა ძირითადი ღონისძიება (ძირითადი და დამხმარე ზოლების განლაგება, მწკრივებში სარგავი ადგილები, ღობე, გზები, ბილიკები და სხვა);

ო) პათოლოგიური გამოკვლევა – ქარსაფარი ზოლების სანიტარიული მდგომარეობის დადგენის, მავნებელ-დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევა;

პ) რეკონსტრუქცია – განსაზღვრული ადგილისთვის ნაკლებად ღირებულ ან/და ამორტიზებულ ქარსაფარ ზოლში, მათი სახეობრივი და სტრუქტურული შემადგენლობის, ფუნქციური დანიშნულებისა და ნარგაობის მდგრადობის გაუმჯობესების მიზნით, ამორტიზებული, დაზიანებული ან/და არასასურველი მერქნიანი მცენარეების ამოღება და გაშენების ღონისძიებების წარმოება;

ჟ) სამინისტრო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

რ) სააგენტო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტ