1. ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის სფეროში სამინისტროს უფლებამოსილებებია:
ა) ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავება და დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა;
ბ) ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციისა და სპეციალური მოკვლევის შედეგების გათვალისწინებით, ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების გეგმის დამტკიცება;
გ) ქარსაფარი ზოლის სარგებლიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.
2. ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის სფეროში სააგენტოს უფლებამოსილებებია:
ა) ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი განხორციელება;
ბ) ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი განხორციელება;
გ) ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია და სპეციალური მოკვლევის ჩატარება;
დ) ქარსაფარი ზოლის აღრიცხვის სისტემის შექმნა და მართვა;
ე) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მართვის გეგმის დამტკიცება;
ვ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მოვლისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელება ამ ქარსაფარი ზოლის მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემამდე;
ზ) ქარსაფარი ზოლის სარგებლიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.
3. ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის სფეროში მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებებია:
ა) ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის აღდგენა, გაშენება, მოვლა, დაცვა და მასზე ზედამხედველობა;
გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მართვის გეგმის დამტკიცება;
დ) ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელებაში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის ხელშეწყობა;
ე) ქარსაფარი ზოლის სარგებლიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.
4. ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის უფლებები და ვალდებულებებია:
ა) ფიზიკურ პირსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირს უფლება აქვთ, სააგენტოსთან შეთანხმებით, გააშენონ ქარსაფარი ზოლი (მათ შორის, სახელმწიფოს მხარდაჭერით) და უზრუნველყონ მისი მოვლისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელება;
ბ) ფიზიკურ პირსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირს აკისრიათ ვალდებულება, ხელი არ შეუშალონ შესაბამის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებს ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელებაში.