1. ქარსაფარი ზოლის აღდგენილი/გაშენებული  ფართობების  შეფასება მოიცავს შუალედურ მონიტორინგსა და საბოლოო შეფასებას.

2. აღრიცხვა-შეფასების ჩატარებისას დგინდება როგორც ფართობებზე არსებული რეალური მდგომარეობა, ასევე ქარსაფარი ზოლის ტერიტორიაზე განხორციელებული აღდგენის ღონისძიებების აღდგენის პროექტთან შესაბამისობა.

3. შუალედური მონიტორინგი ხორციელდება ქარსაფარი ზოლის აღდგენის/გაშენების ღონისძიებების განხორციელების პროცესში.

4. საბოლოო  შეფასება  ხორციელდება  ქარსაფარი ზოლის  აღდგენიდან/გაშენებიდან ერთი სავეგეტაციო პერიოდის დასრულების შემდგომ.

თავი III. ქარსაფარი ზოლის მოვლის წესე