1. ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის მიზნებისთვის მუნიციპალიტეტები, გაბატონებული ქარების სიძლიერის გათვალისწინებით, იყოფა 3 კატეგორიად:

ა) პირველი კატეგორიის მუნიციპალიტეტი − მუნიციპალიტეტი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძლიერი (გრიგალისებრი) ქარი (საშუალო წლიური სიჩქარე 9,9 მ/წმ-ზე მეტია);

ბ) მეორე  კატეგორიის  მუნიციპალიტეტი − მუნიციპალიტეტი,  რომლისთვისაც  დამახასიათებელია ზომიერად ძლიერი ქარი (საშუალო წლიური სიჩქარე 5 მ/წმ-დან 9,9 მ/წმ-მდეა);

გ) მესამე კატეგორიის მუნიციპალიტეტი – მუნიციპალიტეტი,  რომლისთვისაც დამახასიათებელია შედარებით სუსტი ქარი (საშუალო წლიური სიჩქარე 2 მ/წმ-დან 5 მ/წმ-მდეა).

2. აღმოსავლეთ საქართველოს:

ა) პირველი კატეგორიის მუნიციპალიტეტებია: ხაშურის, ქარელის, გორის, კასპის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, მცხეთისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები;

ბ) მეორე კატეგორიის მუნიციპალიტეტებია: ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის, დუშეთის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები;

გ) მესამე კატეგორიის მუნიციპალიტეტებია: ახალციხის, ასპინძის, ადიგენის, ბორჯომის, ახალგორის, თეთრიწყაროს, თიანეთის, ჯავის, თელავის, ახმეტის, ყვარლის, გურჯაანისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები.

3. დასავლეთ საქართველოს:

ა) პირველი კატეგორიის მუნიციპალიტეტებია: ქობულეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის (დაბლობი ნაწილი), ბათუმის (კახაბრის ველის ჩათვლით), ქუთაისის, ფოთის, ხონის, სამტრედიის, სენაკის, აბაშის, ხობის, მარტვილის, ზუგდიდის, თერჯოლისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები;

ბ) მეორე კატეგორიის მუნიციპალიტეტებია: ბათუმის (კახაბრის ველის გამოკლებით), ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ქობულეთის (დაბლობების გამოკლებით), ოზურგეთის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, გალის, ოჩამჩირის, ზესტაფონის, ბაღდათის, ვანისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები;

გ) მესამე კატეგორიის მუნიციპალიტეტებია: შუახევის, ხულოს, ქედის, საჩხერის, ონის, ორჯონიკიძის, ამბროლაურის, მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებ