1. „ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის წესი“ (შემდგომში − წესი) აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების ფარგლებში წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს.
2. წესის მიზანია, „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის წესების დადგენით ხელი შეუწყოს ნიადაგის ქარისმიერი ეროზიისგან დაცვასა და მისი ნაყოფიერების შენარჩუნებას, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის შესაბამისი ნიადაგური და მიკროკლიმატური გარემოს უზრუნველყოფასა და ამ კულტურების გაბატონებული ქარებისგან დაცვას, აგრეთვე ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება