1. ქარსაფარი ზოლის ხანძრებისაგან დაცვა ხორციელდება ისეთი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვით და განხორციელებით, რომლებიც უზრუნველყოფს ხანძრების გაჩენის თავიდან აცილებას ან/და გავრცელების შეზღუდვას.
2. ქარსაფარი ზოლის ხანძრების დაცვის პრევენციული ღონისძიებებია:
ა) ქარსაფარი ზოლის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთების აკრძალვის საინფორმაციო ბანერების განთავსება;
ბ) საზოგადოებისათვის საინფორმაციო (ახსნა-განმარტებითი) სამუშაოების ჩატარება ხანძრის, მათ შორის, ბალახის საფრის გადაწვის საფრთხის პრევენციის მიზნით;
გ) ბალახის საფრის გადაწვის გავრცელებული პრაქტიკის ზონებში ტერიტორიის პერიოდული დაზვერვის ორგანიზება, ცეცხლის კერების დაფიქსირების ან თავიდან აცილების მიზნით;
დ) ხანძრების პრევენციისა და მათი ლიკვიდაციის საკითხებზე შესაბამისი სწავლებების ჩატარების უზრუნველყოფა.
3. ხანძრის პრევენციის მიზნით რეკომენდებულია ქარსაფარი ზოლის გასწვრივ 1 ან 1,5 მ-ის სიგანის ზოლის მოხვნა და შემდეგ დაფარცხვა.
4. ქარსაფარი ზოლის გაწმენდის მიზნით მავნებელ-დაავადებებით დაზიანებული ხეების მოჭრითა და გაქერქვით მიღებული ხეტყის ნარჩენების ქარსაფარი ზოლის ტერიტორიაზე დაწვა ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ ეს არ გააუარესებს მისი ნიადაგის ხარისხს ან არ შექმნის ხანძრის გაჩენის საშიშროება