1. ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით მოკლევადიანი ღონისძიებებია:

ა) ტყის ხანძარსაშიშ უბნებში გამაფრთხილებელი საინფორმაციო ბანერების განთავსება;

ბ) საზოგადოებისათვის საინფორმაციო (ახსნა-განმარტებითი) სამუშაოების ჩატარება ხანძრის საფრთხის პრევენციის მიზნით;

გ) შესაძლო საგანგებო სიტუაციის ზონაში ტერიტორიის პერიოდული დაზვერვის ორგანიზება ცეცხლის კერების დაფიქსირების ან თავიდან აცილების მიზნით;

დ) ხანძარსაშიშ უბნებში ხანძრის ქრობის მიზნით მისასვლელი საფეხმავლო ბილიკების მოწყობა-რეაბილიტაციის ორგანიზება;

ე) ხანძარსაშიშ პერიოდში მოსახლეობის ინფორმირება მოსალოდნელ საფრთხეებზე და განსახორციელებელ ღონისძიებებზე მედიის და სხვა საშუალებებით;

ვ) ტყის ხანძრების პრევენციისა და მათი ლიკვიდაციის საკითხებზე შესაბამისი სწავლებების ჩატარების უზრუნველყოფა;

ზ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის ტყის მართვის ორგანოების მიერ ყოველი წლის დასაწყისში ხანძარსაშიში უბნების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

2. ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით გრძელვადიანი ღონისძიებებია:

ა) სახანძრო დანიშნულების გზებისა და ბილიკების მოწყობა მაღალი ხანძარსაშიშროების კლასის ტყის უბნებში;

ბ) სახანძრო დანიშნულების  გზებისა და ბილიკების მოვლა-შეკეთება;

გ) ტყის ხანძრების შეჩერება-შეზღუდვის მიზნით ხანძარსაწინააღმდეგო მინერალიზებული ზოლების მოწყობა ხანძარსაშიშ უბნებში;

დ) ტყეების ჩახერგილობისგან გაწმენდა, რაც გულისხმობს ხანძარსაშიში უბნებიდან ძირნაყარი ხეტყისა და ხეტყის ნარჩენის გამოტანასა და განთავსებას უსაფრთხო ადგილზე;

ე) სახანძრო წყლის ობიექტებისა და ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების წყაროებთან მისასვლელების მოწყობა;

ვ) საქმიანი ეზოების პერიოდული გაწმენდა ადვილად აალებადი ნაყარისა და მასალებისაგან და მათი უზრუნველყოფა  ცეცხლმაქრებითა და წყლის მარაგებით აღჭურვილი დროებითი ან/და მუდმივი საგუშაგოთი;

ზ) ტყის მართვაზე უფლებამოსილი ორგანოების შესაბამის თანამშრომელთა აღჭურვა ხანძრის ქრობის პირველადი იარაღებით  და პირადი დაცვის საშუალებები