1. ტყის ხანძრებზე ხანძარსაწინააღმდეგო უზრუნველყოფა (ფუნქცია №8):
ძირითადი უწყებაა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
მხარდამჭერი უწყებებია :
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიცია;
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
მიზანი:
ტყის ხანძრებზე ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინირება;
ტყის ხანძრების პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება;
ტყის ხანძრებზე რეაგირების ორგანიზება;
საგანგებო სიტუაციების ზონამდე და ზონაში სახანძრო ტექნიკის გადაადგილების უზრუნველყოფა;
ტრანსპორტით უზრუნველყოფა.
2. ღონისძიებების შესრულების გადანაწილება
ა) ეროვნულ დონეზე ტყის ხანძრების დროს ხანძარსაწინააღმდეგო უზრუნველყოფის სფეროში მართვას ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საგანგებო შტაბი მხარდამჭერ უწყებებთან ერთად;
ბ) ავტონომიურ, სამხარეო და ადგილობრივ დონეზე ტყის ხანძრებზე ხანძარსაწინააღმდეგო უზრუნველყოფის ღონისძიებებს განახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საგანგებო შტაბი, სამინისტროს სისტემაში შემავალი ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებთან, სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებთან ერთად.
3. პრევენცია
ა) ტყის ხანძრებზე ხანძარსაწინააღმდეგო უზრუნველყოფა – ფუნქცია №8 მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და დარგობრივი დაქვემდებარების შესაბამისად, ასევე მოსახლეობისა და ორგანიზაციების მონაწილეობით, მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი ტყის ხანძრებზე ხანძარსაწინააღმდეგო უზრუნველყოფის პრევენციული ღონისძიებების მუდმივად ორგანიზებას;
ბ) ტყის ხანძრებზე ხანძარსაწინააღმდეგო უზრუნველყოფის პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება ხორციელდება ტყის ხანძრების რისკის მართვისა და საგანგებო მართვის დარგობრივი გეგმების საფუძველზე საგანგებო სიტუაციების განვითარების სავარაუდო სცენარების მიხედვით. სცენარებში განსაზღვრული უნდა იქნეს საპროგნოზო მონაცემებზე დაყრდნობით საგანგებო სიტუაციების ზონა, საგანგებო სიტუაციების სახეობიდან გამომდინარე, დამაზიანებელი ფაქტორების სახეები, რაოდენობრივი მონაცემები და სავარაუდო მასშტაბები, საგანგებო სიტუაციის შესაძლო შედეგები. მათი თავიდან აცილების მიზნით აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები, აუცილებელი ძალები და საშუალებები.
4. ტყის ხანძრებზე ხანძარსაწინააღმდეგო უზრუნველყოფის პრევენციული ღონისძიებები:
ა) ხანძარსაწინააღმდეგო უზრუნველყოფის დაგეგმვაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება;
ბ) მოსახლეობის გათვითცნობიერებისა და მომზადების ორგანიზება ტყის ხანძრების პრევენციულ საკითხებზე;
გ) ტყის მასივებზე ხანძარსაწინააღმდეგო მონიტორინგის და შესაძლო ტყის ხანძრებთან დაკავშირებული სახანძრო მოსალოდნელი ვითარებების პროგნოზირების წარმოება;
დ) ტყის ხანძრების მართვის პოლიტიკის ფორმირება და სამართლებრივი უზრუნველყოფის განვითარება;
ე) სატყეო ფონდის ტერიტორიების დარაიონება მათი წვადობის პოტენციალის და ტყის ხანძრების შესახებ შეტყობინებასა და მათ ლიკვიდაციაზე პასუხისმგებელ სუბიექტებთან დამოკიდებულების მიხედვით;
ვ) ტყის ხანძრების შესახებ შეტყობინებაში და ლიკვიდაციაში მოსახლეობის მოზიდვა და მათი მონაწილეობის ორგანიზება;
ზ) ტყეების ხანძრებისგან დაცვის ორგანიზების სამეცნიერო და ინფორმაციული უზრუნველყოფა;
თ) შრობადი (ხმობადი) და დეგრადირებადი ტყის მასივების ტერიტორიაზე ადვილად წვადი ტყის მასალის მარაგის მონიტორინგი და მისი აკუმულაციის პროცესის კონტროლი.
5. ოპერაციების კონცეფცია
ა) საუწყებათაშორისო ოპერატიული ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო იწყებს შესაბამისი ღონისძიებების (ფუნქცია №8) განხორციელებას. შესაბამისად, ფუნქციონირებას იწყებს:
ა.ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საგანგებო შტაბი, რომელიც მუშაობს სამინისტროში არსებული უწყებრივი საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით;
ა.ბ) საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაგირების ჯგუფი.
ბ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს უფლებამოსილი უფლებამოსილი პირების ჩაბმას საუწყებათაშორისო ოპერატიულ ცენტრში, ასევე მუნიციპალიტეტების ოპერატიულ და საველე ოპერაციების ცენტრებში.
გ) სამინისტრომ შეიძლება მოითხოვოს დახმარება მხარდამჭერი უწყებებიდან, თუ საკუთარი ძალებით ვერ უზრუნველყოფს საგანგებო დახმარების ფუნქცია №8-ის შესრულებას.
6. სამინისტროს საგანგებო შტაბი
ა) საგანგებო დახმარების ფუნქცია №8-ის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საგანგებო შტაბი.
ბ) საგანგებო შტაბი მოქმედებს სამინისტროს მიერ შემუშავებული საგანგებო მართვის გეგმის შესაბამისად, .
7. ორგანიზება საგანგებო სიტუაციის ზონაში
ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ქმნის სპეციალურ სეზონურ სახანძრო-სამაშველო ფორმირებებს.
ბ) საგანგებო შტაბმა შეიძლება დანიშნოს წარმომადგენელი საველე ოპერაციების ცენტრში.
გ) საგანგებო შტაბი საგანგებო დახმარების ფუნქცია №8-ის შესაბამისად, აძლევს რეკომენდაციებს საუწყებათაშორისო ოპერატიულ ცენტრს, რომელიც შესაბამისად, კოორდინაციას უწევს საველე ოპერაციებს.
9. პირველადი რეაგირება
ტყის ხანძრების დროს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო საგანგებო მართვის გეგმის შესაბამისად, აკომპლექტებს საგანგებო შტაბს. იგი:
ა) აგზავნის პირველ მორეაგირე ძალებს (სეზონურ სახანძრო-სამაშველო ფორმირებებს) ხანძრის კერაში;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარუდგენს შეტყობინებას 2 საათის განმავლობაში;
გ) ამყარებს საკომუნიკაციო კავშირებს დამხმარე უწყებებთან;
დ) უზრუნველყოფს ხანძრის პირველადი ზიანის შეფასებას დადგენილი წესით.
10. გრძელვადიანი რეაგირება:
ა) საგანგებო ვითარების ხასიათისა და მასშტაბების შესაფასებლად ხორციელდება მუდმივი მონიტორინგი. გამოიყენება ინფორმაციის წყაროები:
ა.ა) საგანგებო დახმარების ფუნქცია №8-ის მხარდამჭერი სამინისტროებიდან და ორგანიზაციებიდან;
ა.ბ) შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან;
ა.გ) ტერიტორიული ორგანოებიდან.
ბ) ხორციელდება ზარალის შეფასება დადგენილი წესის მიხედვით;
გ) კოორდინაცია უკეთდება ხანძრის შედეგების ლიკვიდაციისათვის საჭირო რესურსების მობილიზებას და მზადდება მოთხოვნები რესურსების დამატებით მოზიდვის შესახებ;
დ) სახანძრო რეაგირების პოტენციური სირთულის გამო, მდგომარეობამ შეიძლება მოითხოვოს საგანგებო დახმარების ფუნქცია №8-ის განხორციელებისას სათანადო ექსპერტების ჩაბმა, რათა მათ გააანალიზონ სიტუაცია თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და გასცენ შესაბამისი რეკომენდაციები.
ე) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის შემდეგ ამზადებს მოკლე ანგარიშს პრობლემების გამოვლენის, შეფასებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.
11. ტყის ხანძრებზე ხანძარსაწინააღმდეგო უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებები:
ა) ხანძარსაწინააღმდეგო ძალებისა და საშუალებების მოზიდვა და ხელმძღვანელობა;
ბ) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებისათვის ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
გ) მოსახლეობის დროული შეტყობინება მოსალოდნელი საშიშროების შესახებ;
დ) ხანძარსაწინააღმდეგო მართვის სისტემისა და ქვესისტემების ორგანოების შექმნა და მათი მუშაობის კოორდინაცია;
ე) სახანძრო-სამაშველო და საძიებო-სამაშველო სამუშაოების შესრულება;
ვ) ხანძრის ქრობის ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ზ) სახანძრო ვითარების შეფასება, ხანძრის წარმოშობის თვალსაზრისით ყველაზე საშიში ობიექტების მდგომარეობის შეფასება;
თ) ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ყველა მოსამსახურის სადღეღამისო რეჟიმზე გადაყვანა, სარეზერვო ტექნიკის მზადყოფნაში მოყვანა და დაკომპლექტება;
ი) საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოდან მიღებული მითითებების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული შეტყობინების თანახმად, სახანძრო-სამაშველო ბრიგადების მეშვეობით, ხანძრის ქრობის ღონისძიებების ორგანიზება;
კ) რეაგირების ძალების ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებში ჩაბმა.
12. ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებები:
ა) საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოდან ან/და სხვა უწყებებიდან მიღებული ცნობების მიხედვით, ზუსტდება წარმოქმნილი ხანძრის ადგილები, ხანძრის კერებთან მისასვლელი გზების მდგომარეობა;
ბ) ხანძრის კერებში ხანძრის ქრობის ღონისძიებების განხორციელება:
გ) სახანძრო-სამაშველო სამუშაოების შესრულება მიმართულია მოსახლეობის სასიცოცხლო უზრუნველყოფის, ქონების გადარჩენისა და დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად;
ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებებში გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:
დ) გზების ცუდი გამტარუნარიანობა და მათი შესაძლო ჩახერგვა;
ე) წყალშემკრები ჰიდრანტების შესაძლო გაუმართაობა;
ვ) აუცილებლობის შემთხვევაში წყლის ასაღებად ბუნებრივი ან ხელოვნური წყალსატევის გამოყენება.
13. საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზება
ა) ტყის ხანძრებზე ხანძარსაწინააღმდეგო უზრუნველყოფა – ფუნქცია №8 მოიცავს საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებას, რომელიც ხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ, მათი დარგობრივი დაქვემდებარებისა და ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესაბამისად, მოსახლეობისა და ორგანიზაციების მონაწილეობით;
ბ) საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოები მოიცავს ტყის ხანძრის გავრცელების ზონის მიმდებარე დასახლებულ ტერიტორიებზე სასიცოცხლო პროცესებისა და სოციალური ყოფის აღდგენის პირველი რიგის გადაუდებელ ღონისძიებებს. ასევე, ტყის მასივების შემდგომი რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად ხელშემწყობი გადაუდებელი სამუშაოების ორგანიზებას.
14. მხარდამჭერი უწყებების მონაწილეობა
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო – უზრუნველყოფს სახანძრო ვითარების შეფასებას, აგრეთვე ხანძრების ზონებში მოსახლეობის დაცვის ღონისძიებების მხარდაჭერას. მონაწილეობს სპეციალური ტექნიკისა და ძალების გამოყენებით ხანძრის ქრობაში;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი – უზრუნველყოფს სახანძრო ტექნიკის დაუბრკოლებლად გადაადგილებას, საგანგებო სიტუაციის ზონის საზღვრების დაცვას და საზოგადოებრივ წესრიგს;
გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებში მონაწილეობს ცოცხალი ძალისა და საფრენი აპარატების გამოყენებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები –
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო – ორგანიზებას უკეთებენ ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების, ხანძრის კერიდან დაზარალებული მოსახლეობის გამოყვანისა და მატერიალური ფასეულობის გამოტანის ტრანსპორტით უზრუნველყოფის ღონისძიებებს, ასევე, ადგილობრივი საჰაერო ტრასის გამოყენებას;
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება –
საქართველოს სასაზღვრო პოლიცია – მონაწილეობს ხანძრის ქრობის ღონისძიებებში, მათ შორის, საფრენი საშუალებების გამოყენებით;
ვ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო – ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარების დროს საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს პირველადი სამედიცინო სასწრაფო დახმარების აღმოჩენას და დაზარალებულების გადაყვანას სამედიცინო დაწესებულებებშ