1. მოსახლეობის ევაკუაციის ღონისძიებების უზრუნველყოფა, ლტოლვილთა მოულოდნელი ნაკადების მართვა (ფუნქცია № 3):
ძირითადი უწყებაა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინიტრო.
მხარდამჭერი უწყებებია :
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო;
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტი;
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი მაუწყებელი;
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.
მიზანი:
მოსახლეობის ევაკუაციის უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება-დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინირება;
ლტოლვილთა მოულოდნელი ნაკადების საგანგებო მართვა;
კავშირგაბმულობის უზრუნველყოფა, მოსახლეობის შეტყობინება და ინფორმირება;
ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
საევაკუაციო მარშრუტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ევაკუირებულთა სამედიცინო უზრუნველყოფა;
ენერგოუზრუნველყოფა;
ცხოველების ევაკუაციის ორგანიზება.
2. ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებლობის გადანაწილება
ა) შსს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო –
ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებისას მოსახლეობის ევაკუაციის ღონისძიებების მართვას ეროვნულ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე მის სისტემაში შემავალი ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებთან, სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებთან ერთად;
ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – კოორდინირებას უწევს ლტოლვილთა მოულოდნელი ნაკადების საგანგებო მართვას. უზრუნველყოფს მოსახლეობის ევაკუაციის ღონისძიებების მხარდაჭერას ლტოლვილთა კომპაქტურად განსახლების ადგილებში.
3. მოსახლეობის ევაკუაციის უზრუნველყოფის ამოცანები
ა) დაზარალებული მოსახლეობის შეკრების, საშუალედო საევაკუაციო და ევაკუირებულთა მიმღები პუნქტების შექმნა;
ბ) საგანგებო სიტუაციების ზონიდან და დასნებოვნების ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაციის ორგანიზება;
გ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან პატიმრების ევაკუაციის ორგანიზება;
დ) ლტოლვილთა მოულოდნელი ნაკადების საგანგებო მართვა;
ე) სამედიცინო დახმარების გაწევის, სასმელი წყლის, სურსათის და პირველადი მოხმარების საგნების გაცემის ორგანიზება;
ვ) ევაკუაციისთვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის განსაზღვრა, ევაკუაციის მარშრუტების შემუშავება;
ზ) ევაკუირებული მოსახლეობის განთავსების ობიექტების განსაზღვრა, ევაკუირებული მოსახლეობის საწოლებით, ტანსაცმლით, სასმელი წყლით, სურსათით, პირველადი მოხმარების საგნებით უზრუნველყოფის ორგანიზება;
თ) დაზარალებული და უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დროებითი განსახლების მიზნით საველე (საკარვე) ქალაქების მოწყობის ორგანიზება.
4. ოპერაციების კონცეფცია (საგანგებო სიტუაციებზე ოპერატიული რეაგირება):
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საუწყებათაშორისო ოპერატიული ცენტრი იწყებს საგანგებო დახმარების ფუნქცია №3-ით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას რეაგირების მართვის დონეების მიხედვით.
ბ) დაზარალებულების დახმარება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
გ) საგანგებო დახმარების ფუნქცია №3 უზრუნველყოფს დაზარალებულთა დახმარების განხორციელებას, რაც გულისხმობს:
გ.ა) საგანგებო სიტუაციის მართვის კოორდინირებას და ვითარების შეფასებას, ევაკუირებულთა დასახმარებლად შესაბამისი გეგმების განხორციელებას;
გ.ბ) ყველა იმ სამსახურების მხრიდან დახმარებას, რომლებიც ჩაბმული არიან საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებაში;
გ.გ) იმ პირების გამოვლენას, რომლებიც საჭიროებენ განსხვავებულ სპეციალიზებულ დახმარებას (მაგ.: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, სხვა ენაზე მოსაუბრე მოსახლეობა და სხვ.);
გ.დ) დახმარების აღმოჩენას იმ პირებისათვის, რომელთაც მიიღეს სტრესი, კატასტროფასთან ასოცირებული ფსიქოლოგიური ტრავმა;
გ.ე) პირველადი მოხმარების საგნებისა და პროდუქტების დანიშნულების ადგილებამდე მიწოდების კონტროლს;
გ.ვ) დახმარების აღმოჩენას დაზიანებულ ტერიტორიაზე საჭირო კომუნიკაციების გამართულად მუშაობაში.
დ) ადგილობრივ დონეზე თვითმმართველობის საგანგებო სიტუაციის მართვის ოპერატიულ ცენტრს მოქმედებაში მოჰყავს საგანგებო მართვის შესაბამისი გეგმა, რაც პირველ რიგში, გულისხმობს ადგილობრივ დონეზე ევაკუაციის განხორციელებას.
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო გამოყოფს უფლებამოსილ პირებს მუნიციპალიტეტების ოპერატიული და საველე ოპერაციების ცენტრების დასაკომპლექტებლად.
ვ) შსს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო საგანგებო სიტუაციების ზონაში ორგანიზებას უკეთებს საველე ოპერაციების ცენტრის ამოქმედებას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ტაქტიკურ დონეზე კოორდინირების მიზნით.
ზ) ორგანიზება უკეთდება შესაბამისად, ეროვნული, ავტონომიური რესპუბლიკის და სამხარეო დონეზე მუნიციპალიტეტების ძალებისა და რესურსების მობილიზებასა და გაგზავნას საგანგებო სიტუაციების ზონაში.
4. საგანგებო დახმარების ფუნქცია №3-ის ამოცანები იყოფა შემდეგ ძირითად ნაწილებად:
ა) კოორდინირება – გულისხმობს საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის ევაკუაციის ორგანიზების უზრუნველყოფისათვის ძირითადი ღონისძიებების შემუშავებას, მათი განხორციელების კოორდინირებასა და შესაბამისი საინფორმაციო ბაზის შექმნას;
ბ) თავშესაფარი – გულისხმობს ტერიტორიის შერჩევას, წინასწარ იდენტიფიცირებული თავშესაფრების გამოყოფას, არსებული ფონდის ფარგლებში. ასევე დროებითი თავშესაფრის (საველე კარვებით) ნაგებობების შექმნასა და საგანგებო სიტუაციების ზონაში არსებული იმ თავშესაფარების გამოყენებას, რომლებიც არ არის დაზიანებული;
გ) კვება – ევაკუირებული მოსახლეობის სურსათით და სასმელი წყლით უზრუნველყოფა ხდება სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებში, მობილური კვების პუნქტების მეშვეობით;
დ) განთავსება – საგანგებო დახმარების ფუნქცია №3-ის განთავსების სამუშაოების განხორციელების ამოცანებია:
- დ.ა) იმ ფაქტორების გამოვლენა, რომელთაც შეუძლიათ ხელი შეუშალონ განთავსების საკითხებს;
- დ.ბ) დაზარალებულთა დროებითი განთავსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.
5. მხარდამჭერი უწყებების მონაწილეობა
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი - უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს ,,ხმამაღლა მოლაპარაკე“ საშუალებით აღჭურვილი ავტომანქანებით მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებას, აგრეთვე ევაკუაციის მარშრუტებზე და განსახლების ადგილებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას.
ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – მონაწილეობს მოსახლეობის ევაკუაციის სფეროში გასატარებელ ღონისძიებებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – ევაკუირებული მოსახლეობის განთავსების ადგილებში ხსნის სამედიცინო პუნქტებს და უზრუნველყოფს ჯანდაცვის პერსონალით.
გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტის და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოები – ორგანიზებას უწევენ საგანგებო სიტუაციების ზონიდან მოსახლეობის ევაკუაციის საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტით უზრუნველყოფას.
დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – მოქალაქეებზე, რომელთაც საგანგებო სიტუაციების შედეგად დაკარგეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გასცემს შესაბამის საბუთებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ე) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო – ორგანიზებას უწევს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განთავსებული პირების უსაფრთხო ზონაში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გადაყვანას.
ვ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – ორგანიზებას უწევს მოსწავლეთა (სტუდენტთა) საევაკუაცო ღონისძიებების დაგეგმვას და ევაკუირებული მოსახლეობის კომპაქტურად განთავსების ადგილებში (კარვების ქალაქებში) დროებითი მოძრავი სკოლების ფუნქციონირებას.
ზ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – შეიმუშავებს და განახორციელებს დიპლომატიური კორპუსის საევაკუაცო ღონისძიებებს.
თ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი – საევაკუაციო ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით მოსახლეობას მიაწვდის ინფორმაცია