1. დიპლომატიური პროტოკოლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული მხარდაჭერის უზრუნველყოფა  (ფუნქცია №7):

ძირითადი უწყებაა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მხარდამჭერი უწყებებია:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

მიზანი:

საგანგებო სიტუაციებში საერთაშორისო თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების კოორდინირება;

ჰუმანიტარული ღონისძიებების მხარდაჭერა;

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით პრევენციული და მზადოფნის ღონისძიებების კოორდინირება და მათში მონაწილეობა.

2. ღონისძიებების შესრულების გადანაწილება

საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების დროს დიპლომატიური პროტოკოლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული მხარდაჭერის ღონისძიებების მართვას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. იგი საუწყებათაშორისო ოპერატიულ ცენტრთან თანამშრომლობით, წინასწარ შემუშავებული საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით, უზრუნველყოფს საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების უსაფრთხო ევაკუაციის მხარდაჭერას, ორგანიზებას უკეთებს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მოთხოვნისა და მიღების პროცედურებს.

3. პრევენცია

ა) დიპლომატიური პროტოკოლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული მხარდაჭერის უზრუნველყოფა – ფუნქცია №7 გულისხმობს მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციების მართვის დიპლომატიური პროტოკოლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული მხარდაჭერის უზრუნველყოფის პრევენციული ღონისძიებების მუდმივად ორგანიზებას. აღნიშნული ღონისძიებების ორგანიზება ხორციელდება რისკის მართვისა და საგანგებო მართვის დარგობრივი გეგმების საფუძველზე საგანგებო სიტუაციების განვითარების სავარაუდო სცენარების მიხედვით. სცენარებში განსაზღვრული უნდა იქნეს საპროგნოზო მონაცემებზე დაყრდნობით საგანგებო სიტუაციების ზონა, საგანგებო სიტუაციების სახეობიდან გამომდინარე დამაზიანებელი ფაქტორების სახეობა და რაოდენობრივი მონაცემები, მათი სავარაუდო მასშტაბები და საგანგებო სიტუაციის შესაძლო შედეგები.

ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის დიპლომატიური პროტოკოლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული მხარდაჭერის მიმართულებით გასატარებელი პრევენციული ღონისძიებებია:

ბ.ა) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით პრევენციული და მზადოფნის ღონისძიებების დაგეგმვა;

ბ.ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადი საოფისე და წარმომადგენლობების შენობების, ასევე საკომუნიკაციო და უსაფრთხოების სისტემების მდგრადობის უზრუნველყოფის პრევენციული ღონისძიებების შემუშავება და ორგანიზება.

4. ოპერაციების კონცეფცია

ა)  საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, უზრუნველყოფს უფლებამოსილი პირის  მივლინებას საუწყებათაშორისო ოპერატიულ ცენტრში;

ბ) საუწყებათაშორისო ოპერატიული ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იწყებს შესაბამისი ღონისძიებების (ფუნქცია №7) განხორციელებას. შესაბამისად, ფუნქციონირებას იწყებს:

ბ.ა) სამინისტროს საგანგებო შტაბი, რომელიც მუშაობს სამინისტროში არსებული საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით;

ბ.ბ)  საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაგირების ჯგუფი;

გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეიძლება მოითხოვოს სათანადო დახმარება მხარდამჭერი უწყებიდან, თუ საკუთარი ძალებით ვერ უზრუნველყოფს საგანგებო დახმარების ფუნქცია №7-ის შესრულებას;

დ) საგანგებო დახმარების ფუნქცია №7-ის განხორციელებისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებას უწევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო;

ე) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნულ ცენტრს წარუდგენს მოხსენებას შექმნილი საგანგებო ვითარების შესახებ.

5. დიპლომატიური პროტოკოლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული მხარდაჭერის უზრუნველყოფის ღონისძიებები

ა) ფართომასშტაბიანი საგანგებო სიტუაციის დროს, როცა საქართველოს სახელისუფლებო ორგანოებს დამოუკიდებლად არ შეუძლიათ საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილება ან მათი შედეგების ლიკვიდაციის ამოცანების გადაწყვეტა, აუცილებელია ოპტიმალურად იქნეს გამოყენებული არასამთავრობო და საერთაშორისო ჰუმანიტარული მხარდაჭერის ძალები და რესურსები;

ბ) დიპლომატიური პროტოკოლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული მხარდაჭერის ღონისძიებებია:

ა) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში მონაწილეობა;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე აკრედიტებული, ასევე სხვა ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის დიპლომატიური თანამდებობის პირებისა და პერსონალის, მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

გ) საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში დიპლომატიური პროტოკოლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული მხარდაჭერის ღონისძიებების უზრუნველყოფის ძირითადი პრინციპების შემუშავება (შესაბამისი საგანგებო მარტვის გეგმის შემუშავება);

დ) საგანგებო სიტუაციებში საერთაშორისო ჰუმანიტარული მხარდაჭერა;

ე) ჰუმანიტარული ორგანიზაციების მიერ შემუშავებული საგანგებო სიტუაციების დახმარების პროგრამების განხორციელებაში მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

6. მხარდამჭერი უწყებების მონაწილეობა

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო – უზრუნველყოფს ჰუმანიტარული დახმარების შესახებ მოთხოვნათა მომზადებას, საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნის მიზნით განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების რეზერვების განთავსების ადგილებს. იღებს და ანაწილებს ჰუმანიტარულ დახმარებას, კოორდინირებას უწევს საერთაშორისო სამაშველო ჯგუფების მიღებას და საგანგებო სიტუაციების ზონაში განაწილებას;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების ზონებში ჰუმანიტარული ტვირთების ტრანსპორტირების რეგულირებასა და უსაფრთხოებას, ევაკუაციაში მხარდაჭერას;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს ჰუმანიტარული ტვირთების შემოტანასა და გამარტივებული წესით განბაჟებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი