1. ენერგომომარაგების უზრუნველყოფა (ფუნქცია №9)
ძირითადი უწყებაა
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.
მხარდამჭერი უწყებებია :
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
მიზანი:
ენერგომომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებების შემუშავება და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ენერგომომარაგების უზრუნველყოფის განხორციელების კოორდინირება;
საგანგებო სიტუაციების დროს ენერგომომარაგების აღდგენითი ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა;
ენერგომომარაგების ობიექტების დაცვის უზრუნველყოფა.
2. ღონისძიებების შესრულების გადანაწილება
ა) ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციებში ენერგომომარაგების უზრუნველყოფის სფეროში მართვას ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებები;
ბ) ავტონომიურ, სამხარეო და ადგილობრივ დონეზე ენერგომომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებებს განახორციელებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საგანგებო შტაბი შესაბამისი მართვის ცენტრების მეშვეობით, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებთან, სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებთან ერთად.
3. პრევენცია
ა) ენერგომომარაგების უზრუნველყოფა – ფუნქცია №9 მოიცავს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და დარგობრივი დაქვემდებარების შესაბამისად, ასევე ორგანიზაციების მონაწილეობით, მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციების შეტყობინების ღონისძიებების და მოსახლეობის დაცვის მიზნით ენერგომომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებების მუდმივად ორგანიზებას;
ბ) ენერგეტიკული ხასიათის საგანგებო სიტუაციების პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება ხორციელდება რისკის მართვისა და საგანგებო მართვის დარგობრივი გეგმების საფუძველზე საგანგებო სიტუაციების განვითარების სავარაუდო სცენარების მიხედვით. სცენარებში განსაზღვრული უნდა იქნეს საპროგნოზო მონაცემებზე დაყრდნობით საგანგებო სიტუაციების ზონა, საგანგებო სიტუაციების სახეობიდან გამომდინარე დამაზიანებელი ფაქტორების სახეები და რაოდენობრივი მონაცემები, მათი სავარაუდო მასშტაბები და ენერგომომარაგების სისტემების მათ მიმართ მდგრადობა, აქედან გამომდინარე, საგანგებო სიტუაციის შესაძლო შედეგები. მათი თავიდან აცილების მიზნით აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები, აუცილებელი ძალები და საშუალებები;
გ) მნიშვნელოვანი ენერგეტიკული მოწყობილობების მოსალოდნელი დაზიანების შედეგად შექმნილი საგანგებო სიტუაციისათვის შეიმუშავებს უსაფრთხოების საჭირო ღონისძიებებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას;
დ) ახორციელებს ენერგეტიკის სფეროში საგანგებო სიტუაციების ვარჯიშებს სხვადასხვა დონეზე მზადყოფნის დასახვეწად;
ე) ატარებს ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგს, აკეთებს სათანადო დასკვნებს, საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად ამზადებს წინადადებებს და რეკომენდაციებს საგანგებო სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევაში ენერგეტიკის კომპლექსში შემავალი ორგანიზაციების მზადყოფნის შესახებ;
ვ) კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციების დროს დარგის მდგრადი ფუნქციონირებისათვის დასახული ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების შესრულებას.
4. ენერგეტიკული ხასიათის საგანგებო სიტუაციების პრევენციული ღონისძიებები
ა) საგანგებო სიტუაციების დროს საერთო სარგებლობის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა სტიქიის ზემოქმედების ან/და არაპროგნოზირებადად გაზრდილი გადატვირთვების გამო მწყობრიდან გამოდის, ფერხდება ელექტრომომარაგება და გაზმომარაგება. სამაშველო სამუშაოების წარმოების დროს ძალზე მაღალია ენერგომომარაგების ხაზობრივი ნაგებობების სერიოზული დაზიანების ალბათობა. იზრდება დამნაშავე ელემენტების მცდელობის ალბათობა განახორციელონ არასანქცირებული შეღწევა ენერგოქსელების მართვის პროგრამულ უზრუნველყოფაში, მონაცემთა გადაცემის საბანკო სისტემაში და ა.შ.
;
ბ) ენერგომომარაგების სისტემის საავარიო-აღდგენითი ბრიგადები თავისდროულად უნდა იყვნენ სათანადოდ აღჭურვილნი და მომზადებული საგანგებო სიტუაციების ზონაში სამუშაოების საწარმოებლად. ამდენად, ძალზე მნიშვნელოვანია საგანგებო სიტუაციების ზონაში მწყობრიდან გამოსული საერთო სარგებლობის ენერგომომარაგების ქსელების და მოწყობილობების ფუნქციონირების დროული აღდგენა, რათა მოსახლეობას აღუდგეს მინიმალური ენერგომომარაგება;
გ) ენერგომომარაგების უზრუნველყოფის პრევენციული ღონისძიებები არის სტრუქტურული და არასტრუქტურული;
დ) სრუქტურული პრევენციული ღონისძიებები:
დ.ა) რისკის რუკების გათვალისწინებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ენერგეტიკის სფეროში ნორმატიული რეგულაციების საფუძველზე, ენერგომომარაგების ობიექტების რაციონალური განთავსება და ამ ობიექტების საინჟინრო-ტექნიკური კომპლექსის მედეგობისა და საიმედობის ამაღლების ღონისძიებების ორგანიზება;
დ.ბ) ენერგომომარაგების ქსელების და მოწყობილობების დუბლირების მიზნით საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებების ორგანიზება;
დ.გ) საგანგებო სიტუაციებში სათადარიგო ენერგომომარაგების ტექნიკური საშუალებებისა და მოწყობილობების მარაგების შექმნის ორგანიზება.
ე) არასტრუქტურული პრევენციული ღონისძიებებია:
ე.ა) მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში ენერგომომარაგების სისტემებზე ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
ე.ბ) საგანგებო სიტუაციებიდან გამოწვეული ენერგომომარაგების სისტემებსა და ობიექტებზე შესაძლო საფრთხეების მონიტორინგი და პროგნოზირება;
ე.გ) საგანგებო სიტუაციებში ენერგეტიკის სფეროში ნორმატიული რეგულირების მუდმივი სრულყოფა და განვითარება;
ე.დ) ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მიზნით საგანგებო სიტუაციიის მართვის ერთიანი სისტემის ფუნქციონირების გაძლიერებული მზადყოფნისა და საგანგებო რეჟიმში ოპერატიულად გადაყვანის ღონისძიებების ორგანიზება.
5. ოპერაციების კონცეფცია
ა) საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების შემდეგ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო უზრუნველყოფს უფლებამოსილი პირის მივლინებას საუწყებათაშორისო ოპერატიულ ცენტრში;
ბ) საუწყებათაშორისო ოპერატიული ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო იწყებს შესაბამისი ღონისძიებების (ფუნქცია №9) განხორციელებას. შესაბამისად, ფუნქციონირებას იწყებს:
ბ.ა) სამინისტროს საგანგებო შტაბი, რომელიც მუშაობს სამინისტროში არსებული საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით;
ბ.გ) საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაგირების ჯგუფი;
გ) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო უზრუნველყოფს უფლებამოსილი უფლებამოსილი პირების მივლინებას მუნიციპალიტეტების ოპერატიულ ცენტრებსა და საველე ოპერაციების ცენტრებში;
დ) საგანგებო შტაბმა დამხმარე უწყებებიდან შეიძლება მოითხოვოს სათანადო დახმარება;
ე) რეაგირების პერიოდში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ეკისრება საინჟინრო უზრუნველყოფის ხარისხისა და დონის შეფასების პირველადი პასუხისმგებლობა;
ვ) ენერგეტიკის დარგში ლიცენზირებული კერძო სამართლის იურიდიული პირები ჩაბმული არიან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად საგანგებო სიტუაციების მართვის ყველა ოპერაციაში.
6. ორგანიზება სამინისტროს საგანგებო შტაბში
ა) საგანგებო დახმარების ფუნქცია №9-ის ამოქმედებასა და მის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საგანგებო შტაბი.
ბ) საგანგებო შტაბი მოქმედებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული საგანგებო მართვის გეგმის შესაბამისად;
გ) საგანგებო შტაბი კოორდინირებს სხვა სტრუქტურებთან, რათა მოამზადოს დროული და ზუსტი ინფორმაცია, რეკომენდაციები და რჩევები საგანგებო სიტუაციების თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით;
გ) ატარებს კონსულტაციებს შესაბამის დაინტერესებულ ორგანიზაციებთან;
დ) განსაზღვრავს საგანგებო სიტუაციებიდან მიყენებულ ზარალს ენერგეტიკის სფეროში;
ე) აფასებს საგანგებო სიტუაციას, განსაზღვრავს საჭირო რესურსებს;
ვ) უზრუნველყოფს ინფორმაციისა და რეკომენდაციების დროულ მიწოდებას;
ზ) უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში შექმნილ საუწყებათაშორისო ოპერატიულ ცენტრში უფლებამოსილი პირის მივლინებას;
თ) აწვდის ინფორმაციას საუწყებათაშორისო ოპერატიულ ცენტრს, მუნიციპალიტეტების ოპერატიულ და საველე ოპერაციების ცენტრებს;
ი) მონაწილეობს ზარალის დადგენის კვლევებში, რათა მომავალში მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი საერთო ზარალის რაოდენობა.
7. ორგანიზება საგანგებო სიტუაციის ზონაში
ა) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საგანგებო შტაბი საგანგებო დახმარების ფუნქცია №9-ის შესაბამისად, აძლევს რეკომენდაციებს საუწყებათაშორისო ოპერატიულ ცენტრს, რომელიც, შესაბამისად, კოორდინაციას უწევს საველე ოპერაციებს;
ბ) საგანგებო შტაბმა შეიძლება დანიშნოს წარმომადგენელი საველე ოპერაციების ცენტრში;
გ) საგანგებო დახმარების ფუნქცია №9-ის განხორციელების მიზნით, საგანგებო შტაბი გამოყოფს წარმომადგენლებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა აღმოჩნდნენ საგანგებო სიტუაციის ზონაში პირველადი რეაგირების ჯგუფთან ერთად.
8. ენერგომომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებები
ენერგომომარაგების სფეროში საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების განხორციელება ეკისრება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, რომლის ამოცანებია:
ა) მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში ენერგომატარებლებზე ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
ბ) საგანგებო სიტუაციების დროს ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მართვის ორგანოების სისტემისა და ქვესისტემების შექმნა და მათი მუშაობის კოორდინაცია;
გ) საავარიო-აღდგენითი და სხვა გადაუდებელი სამუშაოების შესრულება ენერგომომარაგების კომუნიკაციებსა და ქსელებზე;
დ) საგანგებო სიტუაციების დროს ზარალის მასშტაბების შეფასება, ყველაზე უფრო დაზარალებული რაიონებისა და უბნების განსაზღვრა, ქვეყნის ტერიტორიაზე და სხვა სახელმწიფოებიდან აუცილებელ მასალებსა და სპეციალისტებზე მოთხოვნილების გაანგარიშება;
ე) ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი გაზისა და ნავთობის მაგისტრალებზე ავარიების შემთხვევაში საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესრულების ორგანიზება;
ვ) ნაკლებად დაზარალებული რაიონების ენერგომომარაგების აღდგენა;
ზ) თვითმმართველი ერთეულის სასიცოცხლო უზრუნველყოფის მიზნით დროებითი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოწყობა;
თ) განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების ელექტროენერგიით ოპერატიული უზრუნველყოფა;
ი) საგანგებო სიტუაციების შედეგად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების სავარაუდო ადგილების განსაზღვრა (ნგრევის ზონებში);
კ) ქალაქის შიგნით დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა;
ლ) ქალაქის მომმარაგებელი მაღალი ძაბვის საჰაერო ხაზების და მაღალი და საშუალო წნევის გაზსადენების აღდგენა;
მ) დაზიანებული ელექტროქვესადგურების და გამანაწილებელი პუნქტების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სადგურების და გაზგამაწილებელი პუნქტების აღდგენა;
ნ) ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებულ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე, მათ შორის, კაშხალსა და ჯებირებზე, გვირაბებზე, მილსადენებზე, წყალმიმღებებსა და წყალსაშვებებზე ავარიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების ორგანიზება;
ო) სასიცოცხლო უზრუნველყოფის ობიექტებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების ელექტროენერგიით და, სადაც შესაძლებელია ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფა. აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნულ ობიექტებამდე დროებითი ხაზობრივი ნაგებობების მოწყობა;
პ) საგანგებო სიტუაციებში ენერგომომარაგების ღონისძიებების ძალებისა და საშუალებების მოზიდვა და ხელმძღვანელობა.
9. მუნიციპალიტეტების ორგანოები ვალდებული არიან საგანგებო სიტუაციების დროს დაზიანებული ენერგომომარაგების ქსელების ავარიული მდგომარეობის უმოკლეს ვადაში აღმოფხვრის მიზნით, ენერგომომარაგების საწარმოებს დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ ყოველგვარი დახმარება (სამუშაო ძალა, ტრანსპორტი) კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. ენერგომომარაგების ქსელების ავარიული მდგომარეობის სალიკვიდაციო სამუშაოების დაფინანსებისა და ანაზღაურების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
9. საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზება
ა) ენერგომომარაგების უზრუნველყოფა – ფუნქცია №9 მოიცავს საგანგებო სიტუაციის ზონაში ენერგომომარაგების აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებას, რომელიც ხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ, მათი დარგობრივი დაქვემდებარებისა და ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის მიხედვით, შესაბამისი ორგანიზაციების მონაწილეობით;
ბ) ენერგომომარაგების აღდგენითი სამუშაოები ხორციელდება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის დასრულების ფაზაში ან/და მისი დასრულებისთანავე. ეს სამუშაოები მოიცავს სასიცოცხლო პროცესებისა და სოციალური ყოფის აღდგენის, ასევე, გადარჩენილი მოსახლეობის და რეაგირების ძალების საქმიანობის ყოველმხრივ უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ენერგომომარაგების უზრუნველყოფის პირველი რიგის გადაუდებელ ღონისძიებებს. ორგანიზება უკეთდება ენერგომომარაგების ქსელებისა და ობიექტების ფუნქციონირების მდგრადობის უზრუნველყოფას.
10. მხარდამჭერი უწყებების მონაწილეობა
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო –
საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებათა მართვის სფეროში კოორდინაციას უწევს ენერგომომარაგების უზრუნველყოფის სისტემის ფუნქციონირებას. ახორციელებს საავარიო-აღდგენითი სამუშაოების მხარდაჭერას.
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება –
დაცვის პოლიციის დეპარტამენტი – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს ენერგომომარაგების სისტემის ობიექტების დაცვას.
გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი – უზრუნველყოფს კავშირს საავარიო-აღდგენითი ძალების ქვედანაყოფებს შორის, საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოებთან, კრიზისის მართვის საუწყებათაშორისო ოპერატიულ ცენტრთან.
დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – მონაწილეობს ენერგომომარაგების სისტემაში საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესრულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი