1. ინფრასტრუქტურის დაცვისა და საგზაო უზრუნველყოფა
(ფუნქცია №15):
ძირითადი უწყებაა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ინფრასტრუქტურის დეპარტამენტი).
მხარდამჭერი უწყებებია :
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.
მიზანი:
ინფრასტრუქტურის დაცვისა და საგზაო უზრუნველყოფის ღონისძიებების შემუშავება და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების განხორციელების კოორდინირება; საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი საინჟინრო ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა;
სატრანსპორტო უზრუნველყოფა;
საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა; ინფრასტრუქტურის ობიექტებისა და სისტემების ურთიერთქმედების უზრუნველყოფა.
2.ღონისძიებების შესრულების გადანაწილება
ა) ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების დროს ინფრასტრუქტურის დაცვისა და საგზაო უზრუნველყოფის სფეროში მართვას ახორციელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
ბ) ავტონომიურ, სამხარეო და ადგილობრივ დონეზე ინფრასტრუქტურის დაცვისა და საგზაო უზრუნველყოფის ღონისძიებების მართვას ახორციელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებთან, სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციის და მუნიციპალიტეტების ორგანოებთან ერთად.
3. პრევენცია
ა) ინფრასტრუქტურის დაცვისა და საგზაო უზრუნველყოფა – ფუნქცია №15 მოიცავს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და დარგობრივი დაქვემდებარების შესაბამისად, ასევე მოსახლეობისა და ორგანიზაციების მონაწილეობით, მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების და გარემოს დაცვის მიზნით ინფრასტრუქტურის დაცვისა და საგზაო უზრუნველყოფის ღონისძიებების მუდმივად ორგანიზებას.
ბ) ინფრასტრუქტურის დაცვისა და საგზაო უზრუნველყოფის პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება ხორციელდება რისკის მართვისა და საგანგებო მართვის დარგობრივი გეგმების საფუძველზე საგანგებო სიტუაციების განვითარების სავარაუდო სცენარების მიხედვით. სცენარებში განსაზღვრული უნდა იქნეს საპროგნოზო მონაცემებზე დაყრდნობით და შენობების, გზების, გვირაბების, ხიდების, საინჟინრო-ტექნიკური კომპლექსის სახეობის, რაოდენობის და მედეგობის (სეისმომედეგობის) გათვალისწინებით, საგანგებო სიტუაციების ზონა, საგანგებო სიტუაციების სახეობიდან გამომდინარე დამაზიანებელი ფაქტორების სახეები, მათი სავარაუდო მასშტაბები და საგანგებო სიტუაციის შესაძლო შედეგების (როგორც პირდაპირი, ისე მეორადი - ხანძარი, მოწამვლა, მეწყერი და სხვ.) რაოდენობრივი მონაცემები. მათ შორის, დაღუპულთა და დაშავებულთა სავარაუდო რიცხვი.
გ) საგანგებო სიტუაციების დროს სამინისტრო განსაზღვრავს ინფრასტრუქტურის და საავტომობილო გზების მდგრადი და უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, გეგმავს ღონისძიებებს საავტომობილო გზების და ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროში საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით. სამინისტრომ საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით აუცილებლად უნდა განსაზღვროს საპროგნოზო მონაცემები: გზების, ხიდების (როგორც მალური ნაშენის, ისე გზის საფარის) და გვირაბების ნგრევის, ინფრასტრუქტურის მიწისზედა და მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანების, მეორადი შედეგების გავრცელების შესაძლებლობის შესახებ.
4. საგანგებო მართვის დროს ძირითადი პრევენციული ღონისძიებები:
ა) მოსახლეობისა და ქონების დაცვის მიზნით, ინციდენტების, სახიფათო ბუნებრივი მოვლენებისა და პროცესების თავიდან აცილება დაგროვებადი დამაზიანებელი პოტენციალის სისტემატიური შემცირებითა და საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება;
ბ)საგანგებო სიტუაციების რისკის რუკების მიხედვით შენობა-ნაგებობების დაპროექტება და მშენებლობა, არასაკმარისი მედეგობის შენობა-ნაგებობების შეცვლა უფრო მაღალი მედეგობის ნაგებობებით ან მათი გაძლიერება საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელებით, ტექნოლოგიური პროცესებისა და ძვირადღირებული მოწყობილობების საგანგებო სიტუაციებისაგან გამოწვეული დამაიანებლი ფაქტორების ზემოქმედებისაგან დაცვის საინჟინრო-კონსტრუქციული ღონისძიებების განხორციელება;
გ) მასშტაბური სამრეწველო ავარიების თავიდან აცილება საწარმოო პროცესების ტექნოლოგიური უსაფრთხოებისა და მოწყობილობების საექსპლუატაციო საიმედობის ამაღლება;
დ) საგანგებო სიტუაციის რისკის დროულად გამოვლენა, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება. მათ შორის, სამეცნიერო-კვლევითი, საცდელ-საკონსტრუქტორო, საგამოცდო და საპროექტო სამუშაოების ორგანიზება;
ე) დაზიანების კერებში საინჟინრო ვითარების შეფასება, გზების ყველაზე უფრო დიდი ნგრევების სავარაუდო რაიონების განსაზღვრა;
ვ) ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო ნაგებობების, მათი ავარიულობის ხარისხისა და შესაძლო დაზიანებული რაიონის საინჟინრო-გეოლოგიური პირობების განსაზღვრა;
ზ) განსაზღვრა, თუ რომელი საგზაო ნაგებობები გამოვა მწყობრიდან და რომელი ნაგებობების ექსპლუატაციაა შესაძლებელი რისკის გარეშე;
თ) დასახლებული პუნქტების ინფრასტრუქტურის, მიწისზედა და მიწისქვეშა კომუნიკაციების, საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისა და თავშესაფრების მდგრადი და უსაფრთხო უზრუნველყოფის ღონისძიებების განსაზღვრა;
ი) ინფრასტრუქტურის და საავტომობილო გზების, ქალაქთმშენებლობის, საბინაო-კომუნალური მეურნეობის, მშენებლობის და საშენი მასალის წარმოების სფეროში საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით ღონისძიებების დაგეგმვა;
კ) საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით საპროგნოზო მონაცემების: შენობა-ნაგებობების ნგრევის, მიწისზედა და მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანებადობის, მეორადი შედეგების გავრცელების შესაძლებლობის განსაზღვრა;
ლ) განსაზღვრა, თუ საგანგებო სიტუაციის შედეგად რომელი შენობა-ნაგებობები გამოვა მწყობრიდან, რომელი შენობებისა და ნაგებობების ექსპლუატაციაა შესაძლებელი რისკის გარეშე.
5. ოპერაციების კონცეფცია
ა) საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ სამინისტრო უზრუნველყოფს უფლებამოსილი უფლებამოსილი პირის მივლინებას საუწყებათაშორისო ოპერატიულ ცენტრში.
ბ) საუწყებათაშორისო ოპერატიული ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე სამინისტრო იწყებს შესაბამისი ღონისძიებების (ფუნქცია №15) განხორციელებას. შესაბამისად, ფუნქციონირებას იწყებს:
ბ.ა) სამინისტროს საგანგებო შტაბი, რომელიც მუშაობს სამინისტროში არსებული საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით;
ბ.ბ) საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაგირების ჯგუფი.
გ) სამინისტრო უზრუნველყოფს უფლებამოსილი უფლებამოსილი პირების მივლინებას მუნიციპალიტეტების ოპერატიულ და საველე ოპერაციების ცენტრებში.
დ) სამინისტროს საგანგებო შტაბმა შეიძლება მოითხოვოს მხარდამჭერი უწყებებიდან სათანადო დახმარება, თუ საკუთარი ძალებით ვერ უზრუნველყოფს საგანგებო დახმარების ფუნქცია №15-ის შესრულებას.
ე) რეაგირების პერიოდში სამინისტროს ეკისრება ინფრასტრუქტურის დაცვისა და საგზაო უზრუნველყოფის ხარისხისა და დონის შეფასების პირველადი პასუხისმგებლობა, ხოლო დახმარების საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მოთხოვნის დეკლარირების უზრუნველყოფა.
ვ) კერძო სექტორი ფლობს და განაგებს სამშენებლო ძალებისა და საშუალებების უმეტესობას, ამიტომ იგი სამინისტროსთან ერთად ჩაბმულია ყველა ინფრასტრუქტურის დაცვისა და საგზაო უზრუნველყოფის ოპერაციაში.
6. ორგანიზება სამინისტროს საგანგებო შტაბში
ა) საგანგებო დახმარების ფუნქცია №15-ის ამოქმედებასა და მის კოორდინაციას ახორციელებს სამინისტროს საგანგებო შტაბი.
ბ) საგანგებო შტაბი მოქმედებს სამინისტროს მიერ შემუშავებული საგანგებო მართვის გეგმის შესაბამისად, .
გ) საგანგებო შტაბი კოორდინირებს სხვა სტრუქტურებთან, რათა მოამზადოს დროული და ზუსტი ინფორმაცია, რეკომენდაციები და რჩევები საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციისათვის.
7. ორგანიზება საგანგებო სიტუაციის ზონაში
ა) სამინისტროს საგანგებო შტაბი რეკომენდაციებს აძლევს საუწყებათაშორისო ოპერატიულ ცენტრს, რომელიც შესაბამისად, კოორდინირებას უწევს საველე ოპერაციებს.
ბ) საგანგებო შტაბმა შეიძლება დანიშნოს წარმომადგენელი საველე ოპერაციების ცენტრში.
გ) საგანგებო დახმარების ფუნქცია №15-ის განხორციელების მიზნით საგანგებო შტაბი გამოყოფს წარმომადგენლებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა გაემგზავრონ შესაბამის ტერიტორიაზე პირველადი რეაგირების ჯგუფთან ერთად.
8. ოპერატიული რეაგირება
ა) საგანგებო დახმარების ფუნქცია №15-ის გააქტიურების შემდეგ საავტომობილო გზებისა და ინფრასტრუქტურის დეპარტამენტი ქმნის საგანგებო შტაბს და პირველადი რეაგირების ჯგუფს.
ბ) საგანგებო შტაბი:
ბ.ა) ატარებს კონსულტაციებს შესაბამის დაინტერესებულ ორგანიზაციებთან;
ბ.ბ) აფასებს საგანგებო სიტუაციას, განსაზღვრავს საჭირო რესურსებს;
ბ.გ) უზრუნველყოფს საუწყებათაშორისო ოპერატიულ ცენტრში უფლებამოსილი უფლებამოსილი პირის მივლინებას;
ბ.დ) ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შესახებ აწარმოებს მონიტორინგს და აწვდის ინფორმაციას საუწყებათაშორისო ოპერატიულ ცენტრს, მუნიციპალიტეტების ოპერატიულ და საველე ოპერაციების ცენტრებს;
ბ.ე) საჭიროების შემთხვევაში დახმარებას უწევს სათანადო უწყებებს ზარალის განსაზღვრაში.
9. ინფრასტრუქტურის დაცვისა და საგზაო უზრუნველყოფის ღონისძიებები
საგანგებო სიტუაციების დროს ინფრასტრუქტურის დაცვისა და საგზაო უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებია:
ა) საგანგებო სიტუაციის ზონაში სტრატეგიული მნიშვნელობის საგზაო ნაგებობების მდგომარეობის შეფასება;
ბ) საინჟინრო, საავარიო-აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება ნგრევის ზონაში;
გ) გზებზე შესაძლო ჩამონაქცევების ადგილების განსაზღვრა, რომლებიც შეაფერხებს სატრანსპორტო მოძრაობას;
დ)სამშენებლო ტექნიკის მობილიზების განხორციელება;
ე) დაზიანების კერებში საინჟინრო ვითარების შეფასება, შენობებისა და ნაგებობების ყველაზე უფრო დიდი ნგრევების სავარაუდო რაიონების განსაზღვრა;
ვ) შენობებისა და ნაგებობების ტიპების, მათი სართულების, ავარიულობის ხარისხის, იქ დასაქმებული ან მცხოვრები ადამიანების რაოდენობისა და დაზიანებული რაიონის საინჟინრო-გეოლოგიური პირობების განსაზღვრა;
ზ) მიწისქვეშა კომუნიკაციების (წყალსადენები, კანალიზაცია, გაზმომარაგება, ელექტრო და სატელეფონო კავშირის საკაბელო ხაზები) დაზიანების ან მწყობრიდან გამოსვლის უბნების განსაზღვრა;
თ) საგანგებო სიტუაციის ზონაში სასიცოცხლო მნიშვნელობის საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობების მდგომარეობის განსაზღვრა;
ი) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ფარგლებში არსებული დამცავი ნაგებობების შეფასება (კლასიფიკაცია, რამდენ კაცზეა გათვლილი და მათი მდგომარეობა);
კ) საინჟინრო, საავარიო-აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება ნგრევის ზონაში;
ლ) საკანალიზაციო წყლების მიწის ზედაპირზე გამოსვლისა და თავმოყრის ადგილებში შესაბამისი სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულება;
მ) ქუჩებში შესაძლო ჩამონაქცევების ადგილების განსაზღვრა, რომლებიც შეაფერხებს სატრანსპორტო მოძრაობას;
ნ) საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობების მოსახლეობის თავშესაფრებად გამოყენების შესაძლებლობის განსაზღვრა.
10. საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზება
ა) ინფრასტრუქტურის დაცვისა და საგზაო უზრუნველყოფა – ფუნქცია №15 მოიცავს საგანგებო სიტუაციის ზონაში ინფრასტრუქტურის და საავტომობილო გზების აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებას, რომელიც ხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ, მათი დარგობრივი დაქვემდებარებისა და ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესაბამისად, ორგანიზაციების მონაწილეობით;
ბ) ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები ხორციელდება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის დასრულების ფაზაში ან/და მისი დასრულებისთანავე. ეს სამუშაოები მოიცავს სასიცოცხლო პროცესებისა და სოციალური ყოფის აღდგენის. ასევე, გადარჩენილი მოსახლეობის და რეაგირების ძალების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის და მათი საქმიანობის ყოველმხრივ უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელი ინფრასტრუქტურის ელემენტების აღდგენის პირველი რიგის გადაუდებელ ღონისძიებებს;
გ) ორგანიზება უკეთდება კომუნალური სამსახურების ფუნქციონირების აღდგენას და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტების ფუნქციონირების მდგრადობის უზრუნველყოფას.
11. მხარდამჭერი უწყებების მონაწილეობა
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო – დახმარებას უწევს, რათა მოხდეს რისკების ანალიზი, შეფასება და დახმარების აღმოჩენა;
ბ)საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საავტომობილო გზებზე უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობის ორგანიზებას;
გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – მონაწილეობს ინფრასტრუქტურის დაცვისა და საგზაო უზრუნველყოფის სფეროში გასატარებელ ღონისძიებებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო – საინჟინრო ნაგებობების, კომუნიკაციების, სპეციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო მაგისტრალების, ენერგეტიკულ და საინფორმაციო სისტემებზე საგანგებო სიტუაციების დროს ინფრასტრუქტურის დაცვისა და საგზაო უზრუნველყოფის ღონისძიებების ტრანსპორტით უზრუნველყოფის ორგანიზება;
ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო – საინჟინრო ნაგებობების, კომუნიკაციების, სპეციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო მაგისტრალების, ენერგეტიკულ და საინფორმაციო სისტემებზე საგანგებო სიტუაციების დროს ინფრასტრუქტურის დაცვისა და საგზაო უზრუნველყოფის ღონისძიებების ტრანსპორტით უზრუნველყოფის ორგანიზება;
ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო – საინჟინრო ნაგებობების, კომუნიკაციების, სპეციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო მაგისტრალების, ენერგეტიკულ და საინფორმაციო სისტემებზე საგანგებო სიტუაციების დროს ინფრასტრუქტურის დაცვისა და საგზაო უზრუნველყოფის ღონისძიებების ტრანსპორტით უზრუნველყოფის ორგანიზება;
ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტი – ქვეყნის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის ნორმატიული რეგულაციებით სამრეწველო ობიექტებისა და დასახლებების რაციონალური განთავსების ორგანიზება;
თ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო – საგანგებო სიტუაციების საფრთხეების მონიტორინგსა და პროგნოზირება