1. საგანგებო სიტუაციების ზონაში აღდგენითი სამუშაოების უზრუნველყოფა

(ფუნქცია №17):

ძირითადი უწყებაა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო.

მხარდამჭერი უწყებები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო; ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტი;

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ინფრასტრუქტურის დეპარტამენტი);

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

მიზანი:

საგანგებო სიტუაციების ზონაში აღდგენითი სამუშაოების განხორციელების კოორდინაცია;

აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა;

საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო სამაშველო ძალების ჩაბმის ორგანიზება.

2. ღონისძიებების შესრულების გადანაწილება

ა) ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების ზონაში აღდგენითი სამუშაოების მართვას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო.

ბ) ავტონომიურ, სამხარეო და ადგილობრივ დონეზე საგანგებო სიტუაციების ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებას ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფები მუნიციპალიტეტების ორგანოებთან ერთობლივად.

3. აღდგენითი სამუშაოების ორგანიზება ეროვნულ დონეზე

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საუწყებათაშორისო ოპერატიული ცენტრი იწყებს საგანგებო დახმარების ფუნქცია №17-ით გათვალისწინებული ღონისძიებების  განხორციელებას რეაგირების მართვის დონეების მიხედვით. საგანგებო დახმარების ფუნქცია №17-ის შესაბამისად, გაიცემა ოპერატიული ბრძანებები.

ბ) ორგანიზება უკეთდება შესაბამისად, ეროვნული, ავტონომიური რესპუბლიკის და სამხარეო დონეზე მუნიციპალიტეტის ძალებისა და რესურსების მობილიზებასა და გაგზავნას საგანგებო სიტუაციების ზონაში.

4. აღდგენითი სამუშაოების ორგანიზება ადგილობრივ და საველე დონეზე

ა) მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციის მართვის ოპერატიულ ცენტრს მოქმედებაში მოჰყავს საგანგებო მართვის შესაბამისი გეგმა, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს ადგილობრივ დონეზე საავარიო-აღდგენითი ფორმირებების ჩაბმას საგანგებო სიტუაციების ზონაში აღდგენით სამუშაოებში.

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო გამოყოფს უფლებამოსილ პირებს  მუნიციპალიტეტების  ოპერატიულ და საველე ოპერაციების ცენტრების დასაკომპლექტებლად აღდგენითი სამუშაოების კოორდინირების მიზნით.

5. საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოები:

ა) საგანგებო სიტუაციის ზონაში ნგრევის და გაზრდილი საშიშროების ცალკეული კერების ლოკალიზაცია;

ბ) კომუნალური და საწარმოო კომუნიკაციების ქსელებსა და ხაზებზე ავარიებისა და დაზიანებების აღმოფხვრა;

გ) მოსახლეობის სასიცოცხლო უზრუნველყოფისათვის მინიმალურად საჭირო პირობების შექმნა;

დ) ტერიტორიის სანიტარიული გაწმენდისა და გაუსნებოვნების სამუშაოების ჩატარება;

ე) საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა;

ვ) კომუნალური სამსახურების ფუნქციონირების აღდგენა;

ზ) სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტების ფუნქციონირების მდგრადობის უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება;

თ) მოსახლეობის ფსიქოლოგიური დაცვისა და რეაბილიტაციის ღონისძიებების ორგანიზება;

ი) საგანგებო სიტუაციის ზონაში ტერიტორიის სანიტარიული დამუშავება და  გაწმენდა;

კ) ზღვრულად დასაშვები ნორმების დონემდე ტერიტორიის, ობიექტების, წყლის, სურსათის, ცხოველის საკვები ნედლეულისა და ცხოველის საკვების რადიოაქტიური და საშიში ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებისა და დასნებოვნების შემცირება დეზაქტივაციის, დეგაზაციის და დემერკურიზაციის, ხოლო საშიში ბიოლოგიური ნივთიერებებით დაბინძურებისა და დასნებოვნებისას დეზინფექციისა და დეტოქსიკაციის გზით.

6. ოპერაციების კონცეფცია

ა) საგანგებო სიტუაციის ზონაში შექმნილი საგანგებო ვითარების ანალიზის საფუძველზე საგანგებო სიტუაციებზე მართვის დონეების შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის ოპერატიული ცენტრები ორგანიზებას უკეთებენ საგანგებო სიტუაციების ზონაში აღდგენით სამუშაოებს. ინფორმაციას აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ აწვდის შსს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საუწყებათაშორისო ოპერატიულ ცენტრს. თუ ადგილობრივი რეაგირების ძალები და რესურსები საკმარისი არ არის საუწყებათაშორისო ოპერატიული ცენტრს სთხოვენ სათანადო დახმარებას.

ბ) იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული რესურსები და ძალები არ არის საკმარისი საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების წარმოებისათვის, საუწყებათაშორისო ცენტრი ამზადებს წინადადებებს საერთაშორისო დახმარებების შესახებ მოთხოვნებზე, რომელიც მიეწოდება სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, რომლის თანხმობის შემთხვევაშიც, საჭირო დახმარებების მოსაზიდად მოთხოვნის შესახებ სპეციალური ფორმით ეცნობება შესაბამის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ასევე, იმ სახელმწიფოებს, რომლებთანაც საქართველოს გაფორმებული აქვს ორმხრივი და მრავალმხრივი მემორანდუმები კატასტროფების დროს თანამშრომლობის შესახებ.

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საუწყებათაშორისო ოპერატიული ცენტრი აგრძელებს საქმიანობას საგანგებო დახმარების ფუნქცია №17-ით გათვალისწინებული ღონისძიებების  განხორციელებას საველე ოპერაციების ცენტრი/ცენტრების მეშვეობით.

7. მხარდამჭერი უწყებების მონაწილეობა

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო – კოორდინირებას უწევს საგანგებო სიტუაციების ზონაში აღდგენით სამუშაოებში ჩაბმული ძალების სახმელეთო ტრანსპორტით უზრუნველყოფას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო  – კოორდინირებას უწევს საგანგებო სიტუაციების ზონაში აღდგენით სამუშაოებში ჩაბმული ძალების საზღვაო ტრანსპორტით უზრუნველყოფას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო  – კოორდინირებას უწევს საგანგებო სიტუაციების ზონაში აღდგენით სამუშაოებში ჩაბმული ძალების საჰაერო ტრანსპორტით უზრუნველყოფას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების ზონაში შენობა-ნაგებობების მდგრადობის შეფასებასა და ვარგისიანობის განსაზღვრას;

ე) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი – კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოების, რეაგირების ძალების ფორმირებების, ჯგუფებისა და სხვა მონაწილე უწყებების კავშირით უზრუნველყოფას;

ვ) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების ზონებში ენერგომომარაგების კომუნიკაციებზე საავარიო-აღდგენითი ჯგუფების მუშაობას;

ზ) რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ინფრასტრუქტურის დეპარტამენტი) – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების ზონებში გზებზე და  ინფრასტრუქტურის ობიექტებზე  საავარიო-აღდგენითი ჯგუფების მუშაობას;

თ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი – საგანგებო სიტუაციების ზონებში ამყარებს საზოგადოებრივ წესრიგს და კრძალავს ავტოტრანსპორტის შესვლას, გარდა სპეციალური მანქანებისა; შემოფარგლავს და დაიცავს პერიმეტრს;

ი) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – ორგანიზებას უკეთებს და მონაწილეობს მოსახლეობის ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიური დაცვისა და რეაბილიტაციის ღონისძიებებში;

კ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – მონაწილეობს საგანგებო სიტუაციების ზონაში აღდგენით სამუშაოებში  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი