1. სურსათითა და წყლით უზრუნველყოფა (ფუნქცია № 16):
ძირითადი უწყებაა
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
მხარდამჭერი უწყებებია:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო;
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება.
მიზანი:
სასურსათო და წყლით უზრუნველყოფის ღონისძიებების შემუშავება და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სურსათითა და წყლით უზრუნველყოფის განხორციელების კოორდინირება;
საგანგებო სიტუაციების დროს სასურსათო და წყლით უზრუნველყოფის ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა;
სურსათისა და წყლის დაცვის უზრუნველყოფა.
2. ღონისძიებების შესრულების გადანაწილება
ა) ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების დროს სასურსათო უზრუნველყოფის სფეროში მართვას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით;
ბ) ავტონომიურ, სამხარეო და ადგილობრივ დონეზე შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგანგებო შტაბი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებთან, სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციასთან და მუნიციპალიტეტების ორგანოებთან ერთად;
3. მზადყოფნა
ა) სურსათითა და წყლით უზრუნველყოფა – ფუნქცია №16 მოიცავს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და დარგობრივი დაქვემდებარების შესაბამისად, მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობის სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სურსათითა და წყლით უზრუნველყოფის მზადყოფნის ღონისძიებების მუდმივად ორგანიზებას;
ბ) სურსათითა და წყლით უზრუნველყოფის მზადყოფნის ღონისძიებების ორგანიზება ხორციელდება რისკის მართვისა და საგანგებო მართვის დარგობრივი გეგმების საფუძველზე საგანგებო სიტუაციების განვითარების სავარაუდო სცენარების მიხედვით. სცენარებში განსაზღვრული უნდა იქნეს საპროგნოზო მონაცემებზე დაყრდნობით საგანგებო სიტუაციის შესაძლო შედეგების რაოდენობრივი მონაცემები;
გ) საგანგებო სიტუაციების განვითარების სავარაუდო სცენარების მომზადების დროს, გათვალისწინებულ უნდა იქნეს საფრთხის წინაშე არსებული მოსახლეობის რაოდენობა, სიმჭიდროვე, დაცულობა, რისკების მართვისა და უსაფრთხოების სფეროში მათი ცნობიერებისა და მზადყოფნის დონე, საგანგებო სიტუაციების ზონაში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სურსათისა და წყლის რესურსები.
4. სურსათითა და წყლით უზრუნველყოფის მზადყოფნის ძირითადი ღონისძიებებია:
ა) საგანგებო სიტუაციაზე გამკლავების მიზნით სასურსათო რესურსებისა და მარაგის საჭირო ოდენობათა განსაზღვრა. შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის კოორდინირება საგანგებო სიტუაციების მართვის ყველა დონეზე;
ბ) ქვეყანაში არსებული სურსათითა და წყლით უზრუნველყოფის რეზერვების მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და შეფასება;
გ) ქვეყანაში არსებული სურსათითა და წყლით უზრუნველყოფის რეზერვების განახლების მიზნით, შესაძლო საგანგებო სიტუაციების რისკების შეფასება. გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე არსებული მარაგების ოპტიმიზაცია და საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
5. ოპერაციების კონცეფცია
ა) საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფს უფლებამოსილი პირის მივლინებას საუწყებათაშორისო ოპერატიულ ცენტრში.
ბ) საუწყებათაშორისო ოპერატიული ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო იწყებს შესაბამისი ღონისძიებების (ფუნქცია №16) განხორციელებას. შესაბამისად, ფუნქციონირებას იწყებს:
ბ.ა) სამინისტროს საგანგებო შტაბი, რომელიც მუშაობს სამინისტროში არსებული საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით;
ბ.ბ) საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაგირების ჯგუფი.
გ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფს უფლებამოსილი პირების მივლინებას მუნიციპალიტეტების ოპერატიულ და საველე ოპერაციების ცენტრებში.
დ) საგანგებო შტაბმა შეიძლება მოითხოვოს სათანადო დახმარება მხარდამჭერი უწყებებიდან, თუ საკუთარი ძალებით ვერ უზრუნველყოფს საგანგებო დახმარების ფუნქცია №16-ის შესრულებას.
6. ორგანიზება სამინისტროს საგანგებო შტაბში
ა) საგანგებო დახმარების ფუნქცია №16-ის ამოქმედებასა და მის კოორდინირებას ახორციელებს სამინისტროს საგანგებო შტაბი.
ბ) საგანგებო შტაბი მოქმედებს წინასწარ შემუშავებული დარგობრივი საგანგებო მართვის გეგმის შესაბამისად, .
7. ორგანიზება საგანგებო სიტუაციის ზონაში
ა) საგანგებო დახმარების ფუნქცია №16-ის განხორციელების მიზნით, საგანგებო შტაბი გამოყოფს წარმომადგენლებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა გაემგზავრონ შესაბამის ტერიტორიაზე პირველადი რეაგირების ჯგუფთან ერთად.
ბ) საგანგებო შტაბი, საგანგებო დახმარების ფუნქცია №16-ის შესაბამისად, აძლევს რეკომენდაციებს საუწყებათაშორისო ოპერატიულ ცენტრს, რომელიც შესაბამისად, კოორდინირებას უწევს საველე ოპერაციებს.
8. პირველადი რეაგირება
ა) საგანგებო სიტუაციების დროს დარგობრივი საგანგებო მართვის გეგმების შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგანგებო შტაბი ატარებს კონსულტაციებს დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და განსაზღვრავს მოთხოვნებს შემდეგ სფეროებში:
ბ) ვითარების შეფასება და მოთხოვნების განსაზღვრა;
გ) მონიტორინგის წარმოება;
დ) სურსათითა და წყლით უზრუნველყოფა,დ.ა) ხდება პერსონალის გამოყოფა;
დ.ბ) სამინისტრომ შესაძლოა მოიწვიოს სპეციალისტები კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით.
ე) რესურსები. ეროვნული სტრატეგიული მარაგის გარდა რესურსები შეიძლება მოძიებულ იქნეს მხარდამჭერი სამინისტროებიდან და ორგანიზაციებიდან.
ვ) უვნებლობა და უსაფრთხოება;
ზ) წყლის გამოყენება. სამინისტრომ შეიძლება მოითხოვოს დამხმარე უწყებებებიდან უვნებელი წყლით უზრუნველყოფა.
9. გრძელვადიანი რეაგირება
ა) საგანგებო დახმარების ფუნქცია №16 გამუდმებით მოითხოვს საგანგებო სიტუაციის შემოწმებას ადგილზე. განისაზღვრება პრობლემების ხასიათი და მასშტაბები, ხორციელდება მონიტორინგი. გამოიყენება ინფორმაციის წყაროები:
ა.ა) საგანგებო დახმარების ფუნქცია №16-ის მხარდამჭერი უწყებებიდან;
ა.ბ) ესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან;
ა.გ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – სურსათის ეროვნული სააგენტოდან;
ა.დ) ტერიტორიული ორგანოებიდან.
ბ) შესაძლოა საჭირო გახდეს საგანგებო დახმარების ფუნქცია №16-ის შემსრულებელი ექსპერტების მოწვევა, რათა მათ გაანალიზონ სიტუაცია თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და შეიმუშაონ შესაბამისი რეკომენდაციები.
გ) მოქმედების შემდგომი მოხსენებები. საგანგებო შტაბი ამზადებს ანგარიშს საუწყებათაშორისო ოპერატიული ცენტრისათვის, რომელიც შეიცავს გამოვლენილ პრობლემებს და რეკომენდაციებს.
10. საგანგებო სიტუაციების დროს სურსათითა და წყლით უზრუნველყოფის რეაგირების ღონისძიებები:
ა)საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების შემადგენელი ნაწილია უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის ღონისძიებები;
ბ)სურსათით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭიროა:
ბ.ა) ორგანიზებულ იქნეს საველე კვების ბლოკების ფუნქციონირება;
ბ.ბ) საერთაშორისო ჰუმანიტარული და არასამთავრობო სექტორის ჩაბმა მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფაში და შესაბამის ღონისძიებათა კოორდინირება;
ბ.გ) სასმელი წყლისა და სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კონტროლი. სასმელი წყლისა და სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული რისკის შეფასება და მართვა;
ბ.დ) საგანგებო სიტუაციების მართვაში შესაძლებელია ჩაბმულ იქნენ საერთაშორისო ორგანიზაციები ეპიდემიის თავიდან აცილების ღონისძიებების განხორციელების მიზნით;
ბ.ე) საგანგებო სიტუაციის დროს განხორციელებული ღონისძიებები უნდა შეესაბამებოდეს არსებულ მოთხოვნებს;
ბ.ვ) საგანგებო სიტუაციის ზონებში ორგანიზებული უნდა იქნეს სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის ღონისძიებები.
11. აღდგენითი სამუშაოების ორგანიზება
სურსათითა და წყლით უზრუნველყოფა – ფუნქცია №16 მოიცავს აღდგენითი სამუშაოების მხარდაჭერის მიზნით სურსათითა და წყლით უზრუნველყოფის ორგანიზებას. აღნიშნული მხარდაჭერა ხორციელდება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის დასრულების ფაზაში ან/და მისი დასრულებისთანავე. ეს სამუშაოები მოიცავს სასიცოცხლო პროცესებისა და სოციალური ყოფის აღდგენის პროცესის სურსათითა და წყლით უზრუნველყოფას. აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებისას სურსათითა და წყლით უზრუნველყოფა ასევე გულისხმობს რეზერვების დაუყოვნებლივ, წინასწარ განსაზღვრულ აუცილებელ მინიმუმამდე, შევსების მიზნით გასატარებელ პირველი რიგის გადაუდებელ ღონისძიებების განხორციელებას.
12. მხარდამჭერი უწყებების მონაწილეობა
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო – მხარდაჭერას უწევს წყლის მობილური რეზერვუარების უზრუნველყოფაში, სურსათისა და წყლის განაწილების ორგანიზებაში.
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი – უზრუნველყოფს სურსათის ტრანსპორტირების დროს მოძრაობის მარშრუტებზე ტრანსპორტის დაუბრკოლებელ გადაადგილებას.
გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო – უზრუნველყოფს სასურსათო რესურსების ტრანსპორტირების ორგანიზებას სახმელეთო ტრანსპორტით;
დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო – უზრუნველყოფს სასურსათო რესურსების ტრანსპორტირების ორგანიზებას საზღვაო ტრანსპორტით;
ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო – უზრუნველყოფს სასურსათო რესურსების ტრანსპორტირების ორგანიზებას საჰაერო ტრანსპორტით;
ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – მონაწილეობს საგანგებო სიტუაციების ზონებში დაზარალებულთა სურსათით უზრუნველყოფაში, აგრეთვე საველე კვების ბლოკების გაშლაში კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ზ) საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება – უზრუნველყოფს წყლისა და სურსათით მომარაგების ავტონომიური სისტემის ფუნქციონირებას დროებითი საცხოვრებლების ადგილებზ