1.საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვის უზრუნველყოფა (ფუნქცია №14):

ძირითადი უწყებაა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.

მხარდამჭერი უწყებებია :

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ –  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო.

მიზანი:

საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობის დაცვის უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინირება;

საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობის დაცვის მიზნით ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა.

2. ღონისძიებების შესრულების გადანაწილება

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობის დაცვის ღონისძიებების მართვას ეროვნულ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე;

ბ) ეროვნულ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე საგანგებო სიტუაციების დროს საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობის დაცვის მართვას ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.

3. ოპერაციების კონცეფცია (ოპერატიული რეაგირება)

ა) საგანგებო დახმარების ფუნქცია №14 ამოქმედების შემდეგ ფუნქციონირებას იწყებს საგანგებო შტაბი;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფენ უფლებამოსილი პირების მივლინებას საუწყებათაშორისო ოპერატიულ ცენტრში, მუნიციპალიტეტების  ოპერატიულ ცენტრებსა და საველე ოპერაციების ცენტრში;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოითხოვენ დახმარებას სხვა უწყებებიდან, თუ საკუთარი ძალებით ვერ უზრუნველყოფენ საგანგებო დახმარების ფუნქცია №14-ის შესრულებას;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ორგანიზებას უკეთებენ და ახორციელებენ საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვის ღონისძიებებს.

4. საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებები:

ა) ოპერატიული ცნობების მიხედვით ნგრევისა და დაზიანების მასშტაბების, ობიექტების მდგომარეობის განსაზღვრა, საჭირო ძალებისა და საშუალებების გაანგარიშება;

ბ) საპატრულო ჯგუფების გასვლა დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე, პატრულირება უბნებზე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, სპეცმანქანების (სამედიცინო დახმარების, სახანძრო დაცვის, მაშველთა რაზმის) თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობა, მაშველთათვის დახმარების გაწევა ადამიანთა ნანგრევებიდან გამოყვანის დროს;

გ) დაკარგული (ან მშობლებდაკარგული) ბავშვებისა და მოზარდების შესახებ შესაბამის საინფორმაციო ცენტრების ინფორმირება, დაკარგულ პირთა ძებნა;

დ) საპატრულო ჯგუფების მიერ მოქალაქეთა პირადი ქონების, აგრეთვე საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების ქონების დაცვა;

ე) მოსახლეობის ევაკუაციის დროს ავტომანქანების კოლონების გაცილება. აუცილებლობის შემთხვევაში სპეცმანქანების (სამედიცინო, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების, მაშველების და სხვ.) გაცილება;

ვ) საგანგებო სიტუაციების ზონაში მოძრაობის ახალი მარშრუტების დადგენა, ქუჩების გადაკეტვა, ახალი საგზაო ნიშნების დაყენება;

ზ) ავტოსაგზაო შემთხვევების (ავარიები) უბნების ლოკალიზება;

თ) წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში, კერძოდ, ქალაქის შესასვლელებთან, მაგისტრალურ ქუჩებსა და გზაჯვარედინებზე სადღეღამისო საგუშაგოების ორგანიზება;

ი) საგანგებო სიტუაციების ზონაში ავტომანქანების შესვლის შეზღუდვა (აკრძალვა), გარდა სპეცმანქანებისა და შესაბამისი საშვების მქონე მანქანებისა;

კ) საგანგებო სიტუაციების დროს  ,,ხმამაღლა მოლაპარაკე” საშუალებით მოწყობილი ავტომანქანებით მოსახლეობის ინფორმაციით უზრუნველყოფა.

5. მხარდამჭერი უწყებების მონაწილეობა

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – მონაწილეობს საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობის დაცვის ღონისძიებებში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო დახმარებას უწევს რათა მოხდეს იმ ობიექტების, მარშრუტების, ავტოკოლონებისა და ტერიტორიების დაცვა, რომლებსაც საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის დროს პრიორიტეტული და განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭებ