ღონისძიებების უზრუნველყოფა
1. კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების ევაკუაციის ღონისძიებების უზრუნველყოფა (ფუნქცია № 13):
ძირითადი უწყებაა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
მხარდამჭერი უწყებებია:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო;
საქართველოს ეროვნული ბანკი;
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი მაუწყებელი.
მიზანი:
კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტების დაცვის მიზნით მზადყოფნის ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინირება;
კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების უსაფრთხო ზონაში ევაკუაციის უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინირება;
კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების საევაკუაციო ღონისძიებების უზრუნველყოფა;
საგანძურისა და ფინანსური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა.
2. ღონისძიებების შესრულების გადანაწილება
ა) ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების დროს მოძრავი ობიექტების ევაკუაციის უზრუნველყოფის სფეროში მართვას ახორციელებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო;
ბ) ავტონომიურ, სამხარეო და ადგილობრივ დონეზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებისას მოძრავი ობიექტების ევაკუაციის ღონისძიებების მართვას აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებთან, სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებთან ერთად.
3. მზადყოფნა
ა) კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების ევაკუაციის ღონისძიებების უზრუნველყოფა – ფუნქცია №13 მოიცავს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და დარგობრივი დაქვემდებარების შესაბამისად, მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციებისაგან კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების ევაკუაციის მზადყოფნის ღონისძიებების მუდმივად ორგანიზებას;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების ევაკუაციის მზადყოფნის ღონისძიებების ორგანიზება ხორციელდება რისკის მართვისა და საგანგებო მართვის დარგობრივი გეგმების საფუძველზე, საგანგებო სიტუაციების განვითარების სავარაუდო სცენარების მიხედვით. სცენარებში განსაზღვრული უნდა იქნეს საპროგნოზო მონაცემებზე დაყრდნობით საგანგებო სიტუაციის შესაძლო შედეგების (როგორც პირდაპირი, ისე მეორადი –
ხანძარი, მოწამვლა, მეწყერი და სხვ.) ხასიათი და რაოდენობრივი მონაცემები;
გ) საგანგებო სიტუაციების განვითარების სავარაუდო სცენარების მომზადების დროს, გათვალისწინებულ უნდა იქნეს საფრთხის წინაშე კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების ოდენობრივი და მოცულობის მახასიათებლები, დაცულობის ხარისხი, საგანგებო სიტუაციების ზონაში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ძალები და საშუალებები.
4. კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების ევაკუაციის მზადყოფნის ღონისძიებები:
ა) საგანგებო სიტუაციების ზონებიდან კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების ევაკუაციის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია ღონისძიებების წინასწარ დაგეგმვა, რაც მოიცავს საევაკუაციო ორგანოების შექმნის ორგანიზებას და საგანგებო სიტუაციების ზონიდან კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების ევაკუაციის დაგეგმვას. ამ მიზნით: ევაკუაციისთვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის წინასწარ გაანგარიშებას და საევაკუაციო მარშრუტების შემუშავებას. ასევე, კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების უსაფრთხო ზონებში განთავსების ობიექტების განსაზღვრას.
5. ოპერაციების კონცეფცია
ა) საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს უფლებამოსილი უფლებამოსილი პირის მივლინებას საუწყებათაშორისო ოპერატიულ ცენტრში;
ბ) საუწყებათაშორისო ოპერატიული ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იწყებს შესაბამისი ღონისძიებების (ფუნქცია №13) განხორციელებას. შესაბამისად, ფუნქციონირებას იწყებს:
ბ.ა) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საგანგებო შტაბი, რომელიც მუშაობს სამინისტროში არსებული საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით;
ბ.გ) საგანგებო სიტუაციის პირველადი რეაგირების ჯგუფი;
გ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ შეიძლება მოითხოვოს სათანადო დახმარება მხარდამჭერი უწყებიდან, თუ საკუთარი ძალებით ვერ უზრუნველყოფს საგანგებო დახმარების ფუნქცია №13-ის შესრულებას;
დ) საგანგებო დახმარების ფუნქცია №13-ის ამოქმედებასა და მის კოორდინირებას ახორციელებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საგანგებო შტაბი;
ე) საგანგებო შტაბი საგანგებო დახმარების ფუნქცია №13-ის შესასრულებლად კორდინაციას უწევს საველე ოპერაციებს;
ვ) საგანგებო შტაბი გამოყოფს წარმომადგენლებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა აღმოჩნდნენ საგანგებო სიტუაციის ზონაში საგანგებო რეაგირების ჯგუფთან ერთად (საველე ოპერაციების ცენტრში).
6. კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების ევაკუაციის ღონისძიებები
ა) საგანგებო სიტუაციების ზონებიდან კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების ევაკუაციის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია ღონისძიებების წინასწარ დაგეგმვა;
ბ) ევაკუაციის ორგანიზებულად ჩასატარებლად იქმნება კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების მოსამზადებელი, გაგზავნის და მიმღები პუნქტები;
გ) კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების ევაკუაციის უზრუნველყოფის ამოცანებია:
გ.ა) კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების დაცვის ღონისძიებების გატარება;
გ.ბ) კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების მომზადების, სპეციალური შეფუთვისა და დატვირთვის მიზნით ფორმირებების მომზადება;
გ.გ) კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების ტრანსპორტირება საგანგებო სიტუაციების ზონებიდან;
გ.დ) კულტურული მემკვიდრეობის ევაკუაციისთვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებების გაანგარიშება, საევაკუაციო მარშრუტების დაგეგმვა;
გ.ე) კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების განთავსების ობიექტების განსაზღვრა, მათი უსაფრთხო განთავსებისა და დასაწყობების უზრუნველყოფა;
გ.ვ) რეკომენდაციების შემუშავება კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების ევაკუაციასთან დაკავშირებული საკითხების მომზადებასა და საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების საკითხებზე.
7. აღდგენითი სამუშაოების ორგანიზება
კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების ევაკუაციის უზრუნველყოფა – ფუნქცია №13 მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების მუდმივი განთავსების ადგილებში უსაფრთხოდ დაბრუნებისა და დაზიანებების აღმოფხვრის მიზნით პირველი რიგის ღონისძიებების გატარებას. აღნიშნული ღონისძიებები ხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ, მათი დარგობრივი დაქვემდებარებისა და ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესაბამისად, მოსახლეობისა და ორგანიზაციების მონაწილეობით.
8. მხარდამჭერი უწყებების მონაწილეობა
ა)საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო – დახმარებას უწევს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების ევაკუაციის ღონისძიებების განხორციელებაში.
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი – ევაკუაციის მარშრუტებზე, გამგზავნ და მიმღებ პუნქტებში უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას.
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების ზონაში კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების დაცვას.
დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – მონაწილეობს მოძრავი ობიექტების ევაკუაციის სფეროში გასატარებელ ღონისძიებებში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები –
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო – ორგანიზებას უკეთებენ საგანგებო სიტუაციების ზონიდან მოძრავი ობიექტების ევაკუაციისას უზრუნველყოფას საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტით.
ვ) საქართველოს ეროვნული ბანკი – ორგანიზებას უკეთებს საქართველოს ეროვნულ ბანკში დაცული ფინანსური ფასეულობების უსაფრთხო ზონაში ევაკუაციას.
ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზოგადოებრივი მაუწყებელი –
ორგანიზებას უკეთებს ისტორიული მნიშვნელობის ტელე-რადიო ჩანაწერებისა („ოქროს ფონდში“ დაცული აუდიო და ვიდეოფირები) და ეროვნული მნიშვნელობის სხვა ფასეულობათა უსაფრთხო ზონაში ევაკუაცია