1. ყველა ადგილის დამაკავშირებელი კიბეები, დერეფნები და ტრაპები უნდა უზრუნველყოფდეს ჩასხდომის გემბანზე ევაკუაციის შესაძლებლობას.

2. სამანქანე განყოფილებებს უნდა ჰქონდეს ევაკუაციის ორი საშუალება, რომლებიც შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იქნება დაშორებული ერთმანეთისგან.

3. ევაკუაციის კონკრეტული საშუალებები შესაძლებელია მიღებულ იქნეს იმ სამანქანე განყოფილებებისთვის, რომელთა გაბარიტები და კონფიგურაცია არ იძლევა ევაკუაციის სხვა საშუალების გამოყენების შესაძლებლობას. აღნიშნულ შემთხვევებში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ევაკუაციის ძირითადი და მეორეხარისხოვანი გზების უზრუნველყოფის შეფასების შესაძლებლობას.

4. საცხოვრებელი სივრცეებიდან ევაკუაციის გზებმა არ უნდა გაიაროს მაღალი რისკის შემცველ ნებისმიერ სივრცეში, როგორიცაა სამანქანე განყოფილებები, კამბუზები, საღებავების საცავები და ა.შ.

5. საცხოვრებელი სივრცეების გარდა სხვა სივრცეებიდან ერთი საევაკუაციო გზა დასაშვებია გამონაკლის შემთხვევებში იმ პირობით, თუ ისინი არ გაივლის მომატებული რისკის შემცველ სივრცეებში.

6. ლიფტები არ განიხილება ევაკუაციის საშუალებად.

7. საცხოვრებელი სივრციდან მეორეხარისხოვანი საევაკუაციო გზა შესაძლებელია გადიოდეს აღნიშნული სივრცის ფარგლებში არსებული სათანადო ზომის ლიუკის გავლით ან ალტერნატიულად, სხვა, მახლობლად მდებარე ნაკვეთურის გავლით. საცხოვრებელი სივრცის ფარგლებში საევაკუაციო საშუალებები შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა იყოს დაშორებული ერთმანეთისგან.

8. ყველა საცხოვრებელ სივრცეს უნდა ჰქონდეს ორი განსხვავებული და ადვილად ხელმისაწვდომი საევაკუაციო საშუალება. ყველა საევაკუაციო გზა, ნებისმიერი ფარული ან „უჩვეულო“ გზის ჩათვლით, გარკვევით უნდა იყოს მითითებული და აღნიშნული. ყოველ საცხოვრებელ სივრცეში გამავალი საევაკუაციო გზა უნდა იყოს გარკვევით მითითებული.

9. გამონაკლის და იმ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია ევაკუაციის მეორე საშუალების დამონტაჟება, დასაშვებია ევაკუაციის ერთი საშუალება, თუ:

ა) არსებული ერთი საევაკუაციო გზა მიემართება პირდაპირ ღია გემბანზე მაღალი რისკის შემცველი არეალების გავლის გარეშე ან, ალტერნატიული სახით, ყოველი მგზავრისთვის უზრუნველყოფილია ავარიული სამაშველო სასუნთქი აპარატი (EEBD);

ბ) ერთადერთი საევაკუაციო გზის სიგრძე საცხოვრებელი სივრცის ფარგლებში ღია გემბანამდე არ აღემატება 5 მეტრს;

გ) დამონტაჟებულია ხანძრის გამოვლენის და ავარიული განათების სისტემები.

10. მრავალკორპუსიან იახტებს უნდა ჰქონდეს ყოველი კორპუსის გავლით ევაკუაციის დამატებითი საშუალებები, იახტის გადაბრუნების შემთხვევაში, ხოლო აღნიშნული კონკრეტული მიზნით დამონტაჟებული საევაკუაციო ლიუკები უნდა იყოს დამტკიცებული ტიპი