1. 24 მეტრზე ნაკლები სიგრძის იახტის შემთხვევაში, ელექტრომოწყობილობისთვის დამახასიათებელი უნდა იყოს შემდეგი პარამეტრები:
ა) იახტების ნორმალურ, საექსპლუატაციო და მუშაობისთვის ვარგის მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის აუცილებელი ყოველგვარი სარეზერვო ელექტროგაყვანილობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ენერგიის ავარიული მიწოდებით სარგებლობის გარეშე;
ბ) უნდა დადასტურდეს, რომ იახტისა და ბორტზე მყოფი პერსონალისთვის აუცილებელ ელექტროგაყვანილობას შეუძლია მუშაობა სხვადასხვა ავარიულ პირობებში;
გ) იახტა და ბორტზე მყოფი პერსონალი დაცული უნდა იყოს ელექტროსაფრთხეებისგან.
2. 24 მეტრი და მეტი სიგრძის იახტის შემთხვევაში, ელექტრომოწყობილობა უნდა დაპროექტდეს და გაყვანილ იქნეს აღიარებული ორგანიზაციის ან დანიშნული/აღიარებული შემმოწმებლის (სურვეიერის) წესებისა და მოთხოვნების შესაბამისა