1. მინის სახურავები უნდა იყოს ეფექტური ჰერმეტული კონსტრუქციის და უნდა განთავსდეს იახტის ცენტრის ხაზზე ან მის მახლობლად.

2. ღია ტიპის მინის სახურავები აღჭურვილი უნდა იყოს ეფექტური საშუალებებით, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი იქნება მათი დაფიქსირება დახურულ მდგომარეობაში.

3. ევაკუაციის მიზნით წარმოდგენილი მინის სახურავები უნდა იღებოდეს ორივე მხარეს და ჩამკეტი სახელურები ყოველთვის უნდა იყოს შესაბამის ადგილზე.

4. მინის სახურავები სათანადოდ უნდა იყოს მარკირებული და იმყოფებოდეს ისეთ პოზიციაზე, რომ მუდმივად იყოს ხელმისაწვდომი ორივე მხრიდან.

5. მინის სახურავების კონსტრუქცია უნდა იყოს დამტკიცებული ტიპის.

6. ბორტზე წარმოდგენილი უნდა იყოს ერთი პორტატული სახურავი ყოველი მომინანქრებული ღიობისთვის. ის უნდა დამაგრდეს სათანადოდ მინის პანელის გატეხვის შემთხევვაშ