1. ახალ იახტებზე არსებული ანძები, მათთან დაკავშირებული გემსართავები და რანგოუტები უნდა აკმაყოფილებდეს აღიარებული ორგანიზაციების წესებით ან აღიარებული საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

2. არსებულ იახტებზე წარმოდგენილი ანძები და რანგოუტები ექვემდებარება საფუძვლიან შემოწმებას პროფესიონალი მეტაკელაჟისა და დამსწრე შემმოწმებლის (სურვეიერის) მიერ პირველადი შემოწმების განმავლობაში. სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს იახტის ექსპლუატაციის პირობებს წარსულში და ექსპლუატაციის განცხადებულ რაიონებს.

3. ანძების მდგომარეობის შემოწმების მიზნით უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სათანადო წვდომა იმ ადგილთან, სადაც ის კვეთს გემბანს და გადის ანძის საფეხურზე.

4. ანძების და რანგოუტების დამჭერი კონსტრუქცია აგებული უნდა იყოს ისე, რომ ეფექტურად გადაიტანოს და გადასცეს ყველა ჩართული ძალ