1. ელექტროსისტემა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჭარბდატვირთვისა და მოკლე ჩართვისგან დაცვით ყველა სქემებისთვის, გარდა აკუმულატორების მეშვეობით ძრავის გამშვები წრედებისა.

2. განათების სქემები უნდა განაწილდეს ყველა სივრცეში და იმ სახით, რომ შეუძლებელი იყოს სრული გათიშვა ერთი დამცავი მექანიზმის გამორთვის მიზეზით.

3. უზრუნველყოფილი უნდა იყოს საკმარისი ავარიული განათება, რათა ბორტზე მყოფმა პირებმა შეძლონ ავარიული გასასვლელების გავლით შეკრების პუნქტებში, სამაშველო მოწყობილობებთან, კოლექტიურ სამაშველო საშუალებებთან მისვლა და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე მანქანა-დანადგარებზე მუშაობა. ავარიული განათების ნაცვლად შეიძლება მიზანშეწონილად ჩაითვალოს ციმციმები იმ შემთხვევაში, თუ ციმციმები ხელმისაწვდომი იქნება ყველა საცხოვრებელ სივრცეში, ხოლო მათი ადგილმდებარეობა გარკვევით იქნება აღნიშნული.

4. 24 მეტრზე ნაკლები სიგრძის იახტების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს დამატებითი მოთხოვნები განათების ავარიულ წყაროსთან დაკავშირებით. აღნიშნული ტიპის განათება უნდა იყოს დამოუკიდებელი და განსხვავდებოდეს ჩვეულებრივი განათებიგან. წყარო უნდა იყოს 3 საათის ხანგრძლივობით მუშაობისთვის საკმარისი და აგრეთვე უნდა უზრუნველყოფდეს სანაოსნო სანათების ელექტრომომარაგებას.

5. 24 მეტრი და მეტი სიგრძის იახტების შემთხვევაში განათების ავარიულ წყაროსთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები უნდა იყოს საკმარისი იმისათვის, რომ პერსონალმა შეძლოს ბორტის ყველა სივრციდან ევაკუირება. ის სრულიად იზოლირებული უნდა იყოს კვების მთავარი წყაროსგან, უნდა მდებარეობდეს სამანქანე განყოფილების ფარგლებს გარეთ და შეეძლოს დამოუკიდებლად გავრცელებ