1. ბორტზე წარმოდგენილი უნდა იყოს სამაშველო მოწყობილობები.

2. ყველა მოწყობილობა უნდა იყოს დამტკიცებული ტიპის.

3. გასაბერი სამაშველო ტივების, ჰიდროსტატიკური გამშვები მოწყობილობებისა და გასაბერი სამაშველო ჟილეტების ყოველწლიური ტექნიკური მომსახურება უნდა უზრუნველყოს აღიარებულმა ორგანიზაციამ ან მწარმოებელთა ავტორიზებულმა სერვის ცენტრებმა. ტექნიკური მომსახურების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები უნდა ინახებოდეს ბორტზე.

4. 24 მეტრზე ნაკლები სიგრძის იახტაზე, სამაშველო ტივები აღჭურვილი უნდა იყოს SOLAS-ის B ტიპის პაკეტით. SOLAS-ის B მოწყობილობები შესაძლებელია ჩალაგდეს ტომარაში და განთავსდეს სამაშველო ტივის გვერდით.

5. 24 მეტრი და მეტი სიგრძის იახტებზე სამაშველო ტივები აღჭურვილი უნდა იყოს SOLAS-ის A ტიპის პაკეტით.

6. ბორტზე არსებული ყველა სამაშველო ჟილეტი უნდა იყოს SOLAS-ის დამტკიცებული ტიპის.

7. სპორტის საწყლოსნო სახეობებისთვის გამოყენებული პერსონალური დამცავი აღჭურვილობის გადაზიდვისას, აღნიშნული უნდა ინახებოდეს სამაშველო მოწყობილობებისგან განცალკევებით, რათა ავარიული სიტუაციების დადგომის შემთხვევაში არ მოხდეს მათი შეცდომით შერევა დამტკიცებული ტიპის სამაშველო მოწყობილობებთან.

8. ზრდასრული პირებისთვის ბორტზე არსებული სამაშველო ჟილეტები, რომლებიც არაა გათვალისწინებული 140 კგ-მდე წონისა და 1,750 მმ-მდე მკერდის გარშემოწერილობის მქონე პირებისთვის, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საკმარისი რაოდენობის შესაბამისი სამაშველო ჟილეტები.

9. ყველა სამაშველო მოწყობილობაზე წარმოდგენილი უნდა იყოს რეტრო-ამრეკლი ლენტი.

10. მრავალკორპუსიან იახტაზე სამაშველო ტივები უნდა განთავსდეს იმ პოზიციაზე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება იახტის ვერტიკალურ ან გადაყირავებულ მდგომარეობაში ყოფნის დროს.

11. 24 მეტრი და მეტი სიგრძის იახტაზე, სამაშველო ტივის ჩასხდომის საშუალებები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) ადვილად ხელმისაწვდომი ჩასხდომის კიბე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს იმ შემთხვევაში, როდესაც მანძილი იახტის ყველაზე დაბალ ჩასხდომის გემბანსა და სამაშველო ტივის მილის ყველაზე მაღალ კიდეს (ტივტივისას) შორის აღემატება 1000 მმ-ს;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ ჩასხდომის წერტილი 4500 მმ-ით მაღალია სამაშველო ტივის მილის ყველაზე მაღალ კიდეზე, ტივტივისას, ტივში განთავსება უნდა მოხდეს ფიშკოჭით გაშვებული სამაშველო ტივების მეშვეობით;

გ) SOLAS/MED-ის დამტკიცებული სამაშველო ნავი უნდა დამონტაჟდეს ცურვის შეუზღუდავი რაიონის მქონე იახტებზე. სამაშველო ტივებისა და სამაშველო ნავებისთვის განკუთვნილი ყოველგვარი გამშვები მოწყობილობა უნდა იყოს დამტკიცებული ან სერტიფიცირებული ტიპის და უნდა აკმაყოფილებდეს IMO-ს სამაშველო აღჭურვილობების შესახებ კოდექსითა და მისი შემდგომი რედაქციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. გამშვებმა აღჭურვილობამ უნდა უზრუნველყოს სამაშველო ტივის/სამაშველო ნავის გაშვება 5 წუთის განმავლობაში მისი დამაგრების ადგილიდან. ელექტროენერგიაზე მომუშავე გამშვები მოწყობილობის და/ან ელექტროენერგიაზე მომუშავე საცავი ნაკვეთურის შემთხვევაში, მისი ამუშავება შესაძლებელი უნდა იყოს ხელით ან ელექტროენერგიის ავარიული წყაროთი ძირითადი ელექტრომომარაგების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში. ელექტროენერგიის ავარიული წყაროს მიმართულების აღნიშვნა უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული კორპუსის დაზიანებისა და ხანძრის შემთხვევაში. გამშვები აღჭურვილობისა და მისი აქსესუარების გამოცდა უნდა მოხდეს დინამიკურად, რათა 1.1-ჯერ აღემატებოდეს უსაფრთხო სამუშაო დატვირთვას, მინიმუმ ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ. ბორტზე წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი გამოცდის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. აღსანიშნავია, რომ არ არსებობს სამაშველო ნავის ამოყვანის აუცილებლობა, ვინაიდან დაზარალებულებისა და გემის ეკიპაჟის ამოყვანა ადვილად არის შესაძლებელი წყლის ზედაპირზე ტივტივისას;

დ) მოთუთიებული ფოლადის დაქანებები უნდა იყოს სერტიფიცირებული და არაბრუნვადი ტიპის. მათი განახლება უნდა მოხდეს მწარმოებლის მიერ მითითებული ინტერვალებით, თუმცა არაუგვიანეს ბორტზე დაყენების თარიღიდან 5 წლისა. უჟანგავი ფოლადის დაქანებების განახლება უნდა მოხდეს იმ ინტერვალით, რომელიც არ აღემატება მწარმოებლის რეკომენდაციებს.

12. გვერდითი შვერილების (როგორიცაა ფრთის სტაბილიზატორები) მქონე იახტებზე საჭიროა სპეციალური ზომების მიღება იმისათვის, რომ ამგვარმა შვერილებმა არ შეუშალოს ხელი იახტის ევაკუაციას ან არ დააზიანოს სამაშველო აღჭურვილობა. წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი საშუალებები წყლის ბორტსმიღმა, სამაშველო ტივში გადაშვების თავიდან ასაცილებლად.

13. აღჭურვილობის ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს ბორტზე არსებული ტექნიკური მომსახურების შესახებ ინსტრუქციების შესაბამისად. დამტკიცებული ტიპის სერტიფიკატები და/ან შესაბამისობის დეკლარაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ბორტზე მოწყობილობების აღრიცხვის ფაილში.

14. ყოველგვარი სამაშველო აღჭურვილობა უნდა იმყოფებოდეს ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში და ყოველთვის მზად უნდა იყოს საგანგებო სიტუაციებში გამოყენებისთვის. მოწყობილობები უნდა ინახებოდეს ადვილად ხელმისაწვდომ და სათანადოდ აღნიშნულ ადგილებზე, ხოლო ამგვარი ადგილების ბლოკირება რამე მოწყობილობით, ავეჯით ან სხვა დაბრკოლებით დაუშვებელია.

15. სამაშველო აღჭურვილობის ჩამონათვალი განისაზღვრება დანართის №1-ის ცხრილი №1-ის შესაბამისა