1. ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობები და სისტემები უნდა აკმაყოფილებდეს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების საერთაშორისო კოდექსითა და ხანძარმედეგობაზე გამოცდის პროცედურების გამოყენების შესახებ საერთაშორისო კოდექსით გათვლისწინებულ მოთხოვნებს.
2. იახტის დამპროექტებლებს, მშენებლებს, იახტმფლობელებს და მენეჯერებს შეუძლიათ წარმოადგინონ მინიმალური სტანდარტების დაკმაყოფილების მიზნით შემუშავებული ეკვივალენტური ან ალტერნატიული ღონისძიებები.
3. ალტერნატიული ან ეკვივალენტური ღონისძიებების განხილვის მიზნით, აღიარებულმა ორგანიზაციებმა ან დანიშნულმა/აღიარებულმა შემმოწმებლებმა (სურვეიერებმა) უნდა წარმოადგინონ სახანძრო უსაფრთხოების შემთხვევის ანალიზი, რომელიც უნდა მოიცავდეს შემოთავაზებული პროექტისა და ღონისძიებების ფილოსოფიას, მხარდაჭერილს ნებისმიერი დაკავშირებული კვლევით ან რისკების შეფასები