1. 24 მეტრი და მეტი სიგრძის იახტებს უნდა ჰქონდეთ ხანძრის მართვის დამტკიცებული გეგმა, რომელიც მუდმივად იქნება განთავსებული თვალსაჩინო ადგილზე კაპიტნისა და ეკიპაჟის ინსტრუქტაჟის მიზნით. გეგმაში მითითებული და აღწერილი უნდა იყოს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის, ხანძრის გამოვლენის და ქრობის მოწყობილობები და მასალები.

2. ხანძრის მართვის გეგმა შესაძლებელია კომბინირებულ იქნეს ისეთ უსაფრთხოების გეგმასთან, როგორიცაა „სახანძრო და უსაფრთხოების გეგმა“.

3. გეგმები შესაძლებელია დამტკიცდეს აღიარებული ორგანიზაციის ან დანიშნული/აღიარებული შემმოწმებლის (სურვეიერის) მიერ.

4. გეგმების განახლება აუცილებელია მოწყობილობების ან სისტემების მოდიფიცირების, შეცვლის ან ახლად დამონტაჟების შემთხვევებში. გეგმები უნდა იყოს ადექვატური ზომის და მარტივად კითხვადი.

5. გეგმებში გამოყენებული სიმბოლოები უნდა შეესაბამებოდეს IMO-ს A.952(23) ან ISO 17631 სტანდარტს. გეგმა უნდა ითვალისწინებდეს დეტალურ ინფორმაციას თითოეული გემბანის ან სივრცის შესახებ და მიუთითებდეს ყოველი მოწყობილობის ადგილმდებარეობას.

6. თვალსაჩინო ადგილზე მარკირებულ, ჰერმეტულად დახურულ საცავში შენახული გეგმა უნდა განთავსდეს გემბანის სალონის გარეთ და უნდა იყოს ადვილად ხელმისაწვდომ