1. ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობები ყოველთვის უნდა იმყოფებოდეს გამართულ სამუშაო მდგომარეობაში და რეგულარულად უნდა უტარდებოდეს ტექნიკური მომსახურება სანაპირო ტექმომსახურების სადგურების მიერ, მწარმოებლის ინსტრუქციების შესაბამისად.

2. სამანქანე განყოფილებაში ცეცხლმაქრი სისტემის არსებობის შემთხვევაში, სამანქანე განყოფილება უნდა იყოს იზოლირებული, ცეცხლმაქრი საშუალების დანაკარგისა და შესაბამისად ცეცხლმაქრი პოტენციალის დაკარგვისთვის თავის არიდების მიზნით, ასევე სხვა სივრცეებში ცეცხლმაქრი მასალის გავრცელების რისკის პრევენციისთვის, რაც საბოლოო ჯამში საფრთხეს შეუქმნის პერსონალს.

3. 24 მეტრი და მეტი სიგრძისა და 500 საერთი ტევადობის და მეტი (GT) იახტები უნდა აკმაყოფილებდეს სატვირთო გემებთან დაკავშირებით SOLAS II-ის 2/10 რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

4. შესაბამისად ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის ნუსხა განისაზღვრება დანართი №1-ის ცხრილი №2-ის შესაბამისა