1. ყოველი იახტის ბორტზე წარმოდგენილი უნდა იყოს სათანადო და განახლებული სანაოსნო რუკები დაგეგმილი ნაოსნობისთვის.
2. მისაღებია დამტკიცებული ელექტრონულ-კარტოგრაფიული მოწყობილობებითა და ინფორმაციული სისტემით (ECDIS) აღჭურვილი იახტები, ვინაიდან ისინი აკმაყოფილებს რუქის წარმოებასთან დაკავშირებული მოთხოვნებს, უფლებამოსილი ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ ოფიციალურად გაცემული ელექტრონული სანაოსნო რუკებით (ENC) დაფარული წყლების ფარგლებში ნაოსნობისას იმ პირობით, თუ უზრუნველყოფილი იქნება სათანადო დუბლირების/სარეზერვო საშუალებები.
3. შემდეგი საშუალებები ჩაითვლება რეზერვირებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისად:
ა) განახლებული ბეჭდური საზღვაო რუკების შესაბამისი კრებულები; ან
ბ) მეორე ტიპის დამტკიცებული ელექტრონულ-კარტოგრაფიული მოწყობილობები და ინფორმაციული სისტემა (ECDIS); ან
გ) დამტკიცებული ტიპის ელექტრონული სარეზერვო საშუალება ექსპლუატაციის ECDIS რეჟიმისთვის (ელექტრონული სანაოსნო რუკების (ENC) გამოყენებით).
4. ECDIS უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი და უნდა მარაგდებოდეს იახტის მთაავარი და ავარიული კვების წყაროდან. გარდა ამისა, არანაკლებ 30 წუთის სიმძლავრის სარეზერვო ტიპის კვების წყარო (UPS რეჟიმი) გათვალისწინებული უნდა იქნეს იმ შემთხვევაში, თუ კვების წყაროს გადართვა ითვალისწინებს ECDIS-ის გადატვირთვას.
5. ხელმისაწვდომი უნდა იყოს განახლებული ბეჭდური რუკების სათანადო კრებული, რათა იახტამ შეძლოს მისი სავაჭრო ზონების ფარგლებში ან მახლობლად არსებულ ნავსადგურთან უსაფრთხოდ მიღწევა იმ შემთხვევაში, როდესაც ENC დაფარვა არ იქნება ხელმისაწვდომი.
6. იმ შემთხვევაში, თუ ბეჭდური სანაოსნო რუკები წარმოადგენს რეზერვირების ერთადერთ საშუალებას, რუკები უნდა ითვალისწინებდეს დაგეგმილ მარშრუტს და, შეზღუდულ წყლებში ნაოსნობის შემთხვევაში, იახტის ადგილმდებარეობა რეგულარულად უნდა განახლდეს ECDIS-ის ფუნქციების უსაფრთხოდ გადაცემის მიზნით, საჭიროების შემთხვევაშ