1. იახტის ბორტზე უნდა მოეწყოს საცხოვრებელი სივრცე ბორტზე მყოფი ყოველი პირის უსაფრთხოებისა და მგზავრთა კომფორტისა და დასვენებისთვის.

2. ეკიპაჟისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი სივრცის მოწყობა, როგორც წესი, არ შეიძლება ყველაზე ღრმა წყალხაზს ქვემოთ და სახიფათო სივრცეების ფარგლებში.

3. საცხოვრებელი სივრცეები აღჭურვილი უნდა იყოს საკმარისი რაოდენობის სახელურებითა და სამაშველო ლეერებით საცხოვრებელი სივრცეების ფარგლებში, აღნიშნულ სივრცეებში უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით იახტის ზღვაში ყოფნის დროს.

4. წვდომისა და ევაკუაციის საშუალებები უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის 30-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

5. საცხოვრებელ და სამუშაო სივრცეებში უნდა დამონტაჟდეს ელექტროგანათების სისტემა. სისტემამ უნდა უზრუნველყოს ყველა დახურული სივრცის სათანადო განათება.

6. ყველა დახურული სივრცე, რომელიც გამოიყენება ან სადაც დაიშვება ბორტზე მყოფი პერსონალი, უნდა იყოს ეფექტურად ვენტილირებული.

7. იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელ სივრცეებში წარმოდგენილი იქნება მექანიკური ვენტილაცია, მას უნდა ჰქონდეს საათში ჰაერის 6-ჯერ გამოცვლის სიმძლავრე (ისე, რომ ყველა ღიობი იყოს დახურული).

8. დახურულ კამბუზებს უნდა ჰქონდეს საათში ჰაერის 20-ჯერ გამოცვლის სიმძლავრის მქონე მექანიკური ვენტილაცია და საათში 30-ჯერ გამოცვლის სიმძლავრის მქონე მექანიკური გაწოვა.

9. ბორტზე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საკმარისი რაოდენობის მტკნარი სასმელი წყალი. ის მილებით უნდა მიეწოდებოდეს ბორტზე არსებულ სხვადასხვა საცხოვრებელ სივრცეს.

10. მტკნარი სასმელი წყლის სისტემა უნდა იმყოფებოდეს სუფთა მდგომარეობაში წყლის დაბინძურებისგან დაცვის მიზნით.

11. ბორტზე წარმოდგენილი უნდა იყოს სასმელი წყლის საგანგებო მარაგი, სპეციალურ ცისტერნებში ან ბოთლებში. აუცილებელი რაოდენობაა დღეში არანაკლებ 2 ლიტრი ბორტზე მყოფ ყოველ პირზე.

12. ყველა იახტაზე წარმოდგენილი უნდა იყოს კამბუზი, საკვების მოსამზადებელი საშუალებებით.

ა) აღნიშნული სივრცე უზრუნველყოფილი უნდა იყოს წყლის ნიჟარით და სათანადო სამუშაო ზედაპირით;

ბ) კამბუზის იატაკი არ უნდა იყოს მოცურებადი;

გ) კამბუზში არსებული ავეჯი და აღჭურვილობა უნდა დამზადდეს მტვრის და ნესტის შემაკავებელი მასალისგან;

დ) დასაშვებია მხოლოდ უჟანგავი ლითონების გამოყენება.

13. დაკიდებული სამზარეულო მოწყობილობების შემთხვევაში, ისინი უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამცავი საყრდენით ან სხვა საშუალებებით, სამზარეულო მოწყობილობების ელექტრონული ხელსაწყოების ზედა ნაწილში განსათავსებლად და პერსონალის დაშავების თავიდან ასაცილებლად. აღნიშნული საშუალებები აღჭურვილი უნდა იყოს საკიდი მექანიზმის ჩამკეტით.

ა) წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი საშუალებები საკვების უსაფრთხოდ და ჰიგიენური წესების დაცვით შენახვის მიზნით;

ბ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი საშუალებები ნაგვის შესანახად, რათა არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს შენახული საკვების დაბინძურება.

14. ბორტზე უნდა მოეწყოს სათანადო საკვები სივრცეები. ყოველი საკვები სივრცე უნდა იყოს საკმარისად დიდი ადამიანების მაქსიმალური რაოდენობის განსათავსებლად, რომლებიც შეძლებენ მის გამოყენებას ნებისმიერ დროს.

15. ბორტზე უნდა მოეწყოს სათანადო სანიტარიული პუნქტები.

ა) ყოველ რვა ადამიანზე ბორტზე წარმოდგენილი უნდა იყოს მინიმუმ ერთი საპირფარეშო;

ბ) ყოველ რვა ადამიანზე ბორტზე წარმოდგენილი უნდა იყოს მინიმუმ ერთი საშხაპე მტკნარი წყლით;

გ) ყოველ ექვს ადამიანზე ბორტზე წარმოდგენილი უნდა იყოს მინიმუმ ერთი პირსაბანი.

16. იმ შემთხვევაში, თუ სანიტარიული სისტემის შემადგენლობაში წარმოდგენილი იქნება შემკრები ცისტერნა, აუცილებელია სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვა, რათა სისტემის ნებისმიერი ნაწილიდან საპირფარეშოსა და საცხოვრებელ სივრცეებში არ გაჟონოს კვამლმა ან სუნმა.

17. ბორტზე თითოეულ პირზე გათვალისწინებული უნდა იყოს სათანადო სასაწყობე და საცავი ობიექტები პირადი ნივთების შესანახად.

18. მძიმე ტექნიკის ყოველი დეტალი უნდა იყოს სათანადოდ დამაგრებული საზღვაო ნაოსნობის განმავლობაში.

19. მძიმე საგნების შემცველი ყველა საწყობის ჩამკეტი კარი საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებულ