1. ტრაპები, ხიდები და დაკიდული ტრაპები დამზადებული უნდა იყოს ეროვნული ან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მათზე გარკვევით უნდა იყოს აღნიშნული იმ ადამიანების რაოდენობა და საერთო წონა, რომლის უსაფრთხო გადაყვანაც იქნება შესაძლებელი.

2. იმ შემთხვევაში, თუ ტრაპების, ხიდებისა და დაკიდული ტრაპების აღჭურვილობა არ იქნება დამზადებული აღნიშნული სტანდარტების შესაბამისად და მათზე არ იქნება მითითებული მათი ტევადობის შესახებ ინფორმაცია, მაშინ უნდა ჩატარდეს დატვირთვაზე გამოცდა, დანიშნული/აღიარებული შემმოწმებლის (სურვეიერის) ან აღიარებული ორგანიზაციის თანდასწრებით. გამოცდა უნდა უნდა ჩატარდეს

ა) ნომინალური დატვირთვის 120%-მდე;

ბ) განისაზღვროს დეფორმაციები;

გ) დადასტურდეს, რომ მოწყობილობები არ განიცდის მუდმივ დეფორმაციას;

დ) გაიცეს გამოცდის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ბორტზ