1. ბორტზე მყოფმა ყოველმა პირმა უნდა ატაროს აუცილებელი დამცავი აღჭურვილობა, არსებული ატმოსფერული პირობების შესაბამისად.

2. ეკიპაჟის ყოველ პირს უნდა ეცვას აუცილებელი დამცავი ტანსაცმელი, რაც აუცილებელი იქნება სამუშაოს უსაფრთხოდ შესასრულებლად.

3. ბორტზე მყოფ ყოველ პირს უნდა ეცვას მოცურების საწინააღმდეგო ფეხსაცმელი.

4. ეკიპაჟის ყოველ წევრს უნდა გადაეცეს სათანადო დამცავი აღჭურვილობა იმ კოროზიული ქიმიკატების ზემოქმედებისგან თავის დასაცავად, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ბორტზე ტექნიკური მომსახურებისთვის. აღნიშნული შესაძლებელია მოიცავდეს სპეციალურ ხელთათმანს, სათვალესა და თვალის სველსაფენებ