1. წყალგაუმტარი ტიხრები ისე უნდა იყოს კონსტრუირებული, რომ ნებისმიერმა დაზიანებამ, რომელიც გამოიწვევს ერთი ან რამდენიმე ნაკვეთურის დატბორვას, არ უნდა გამოიწვიოს იახტის თავისუფლად ტივტივი ღია გემბანის დაბლა 75 მმ-ზე ნაკლებ ნებისმიერ პუნქტში წარმოდგენილ წყალხაზთან.
2. ტიხარში ნებისმიერი გასასვლელი უნდა იყოს დამტკიცებული ტიპის.
3. განივ წყალგაუმტარ ტიხრებზე შესაძლებელია დამტკიცებული ანჯამიანი კარის დაყენება. ამგვარი ტიპის კარი უნდა იყოს ზამბარიანი, ყოველთვის დახურულ მდგომარეობაში. კარზე ყოველთვის გამოკრული უნდა იყოს აბრა, რომელზეც გარკვევით იქნება მითითებული ამ კარის დახურულ მდგომარეობაში ყოფნის აუცილებლობ