1. ვენტილატორს უნდა ჰქონდეს ეფექტური კონსტრუქცია და უნდა იყოს აღჭურვილი მუდმივად დამაგრებული ჰერმეტული სახშობებით.
2. ვენტილატორი წარმოდგენილი უნდა იყოს მაქსიმალურად ბორტის სიღრმეში, ხოლო გემბანზე ვენტილატორის ღიობს ზემოთ არსებული სიმაღლე უნდა იყოს საკმარისი, რათა თავიდან იქნეს აცილებული წყლის თავისუფლად შეღწევა იახტის დაგვერდების შემთხვევაში.
3. საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს იმ ვენტილატორის ლოკაციას და სიმაღლეს გემბანს ზემოთ, რომელიც მუდმივად ღია მდგომარეობაში უნდა იყოს წარმოდგენილი (მაგალითად, სამანქანე განყოფილებაში). ასევე ყურადღება უნდა გამახვილდეს დატბორვის კუთხეზე.
4. ¼ ცხვირის სიგრძეზე დამონტაჟებული ვიწრო ადგილები და ვენტილატორები უნდა იყოს იმ ტიპის, რომ ისინი ზედაპირით მიმართული იყოს უკან, რათა არ დაიტბოროს უწყვეტი ტალღების შედეგად.
5. ძრავის ნამუშევარი აირის გამწოვი ნახვრეტები, რომლებიც აღწევს კორპუსში, ღია გემბანს დაბლა არსებულ სივრცეში, აღჭურვილი უნდა იქნეს ანტისიფონური მოწყობილობებით, გამწოვი სისტემის მეშვეობით კორპუსის იატაკში შეღწევის თავიდან აცილების მიზნი