1. მთავარი გემბანის დონეზე განთავსებული კარის ღიობი, რომელიც გადის მთავარი გემბანის დაბლა არსებულ სივრცეებში, აღჭურვილი უნდა იყოს ამინდის პირობებთან მდგრადი კარით. ამგვარი კარი ყოველთვის უნდა იღებოდეს გარეთ და უნდა ჰქონდეს ეფექტური საშუალებები მის დახურულ მდგომარეობაში დასაფიქსირებლად, ასევე შესაძლებელი იყოს მისი ორივე მხრიდან ოპერირება.

2. ღია გემბანზე დაშენების წინა ნაწილში ან გვერდებზე დაყენებულ კარს უნდა ჰქონდეს ღია გემბანიდან მინიმუმ 300 მმ სიმაღლის ზღურბლი.

3. სახსრიანი კარის სახსრები დაყენებული უნდა იყოს კარებზე შესაბამის ადგილზე.

4. გემბანიდან პირდაპირ სამანქანე განყოფილებაში გამავალი კარი დაყენებული უნდა იყოს კიჩოზე, ცხვირიდან ¼ სიგრძეზე და მასზე წარმოდგენილი უნდა იყოს მინიმუმ 450 მმ სიმაღლის კომინგს