1. ლიუკს, რომელიც გადის ღია გემბანის დაბლა არსებულ სივრცეებში, უნდა ჰქონდეს ეფექტური კონსტრუქცია და იყოს ეფექტიანი წყალგაუმტარი დახურვისთვის.
2. ლიუკის საფარი საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული, შესახსრებული ან გასასრიალებელი ტიპის. საფარზე წარმოდგენილი უნდა იყოს საკმარისი რაოდენობის ჩამკეტი მოწყობილობები, მისი დახურულ მდგომარეობაში საიმედოდ დაფიქსირების მიზნით.
3. სახსრიანი საფარის მქონე ლიუკები, განთავსებული იახტის წინა ნაწილზე, აღჭურვილი უნდა იყოს ცხვირის ბოლოზე დაყენებული სახსრებით.
4. ნებისმიერი ლიუკი, რომლის ზღვაზე ღია მდგომარეობაც დასაშვებია და რომლის ფართიც არ აღემატება 1მ2-ს კომინგსის ზედა ნაწილში, უნდა განთავსდეს შეძლებისდაგვარად ახლოს ცენტრის ხაზთთან და აღჭურვილი უნდა იყოს ღია გემბანიდან მინიმუმ 300 მმ სიმაღლის კომინგსით.
5. საევაკუაციო მიზნებისთვის გათვალისწინებული ლიუკები აღჭურვილი უნდა იყოს საფარით, ორივე მხრიდან გაღების შესაძლებლობით და სტაციონარული და არამოსახსნელი ტიპის სახელურებით. ავარიული ლიუკი უნდა იყოს ადვილად იდენტიფიცირებადი და მასზე წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი აღნიშვნა. ავარიული ლიუკი უნდა იყოს ადვილად ხელმისაწვდომი, ყოველი ლიუკის უშუალო სიახლოვე