1. ნებისმიერ ზემოაღნიშნულ სივრცესთან წვდომის საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია შემდეგი ზომების მიღება:
ა) უსაფრთხოების ბადეების განთავსება ბუშპრიტის დაბლა. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სამაშველო ლეერები და მყარი პუნქტები უსაფრთხოების ღვედების დასამაგრებლად;
ბ) უსაფრთხოების ღვედების გამოყენება სავალდებულოა;
გ) უნდა დამონტაჟდეს ფეხის საკმარისი საყრდენები, რათა სადგამებზე და ბუშპრიტებზე მომუშავე ეკიპაჟის წევრებს შეეძლოთ მათზე დაბიჯება;
დ) ანძაზე ასასვლელად, ანძა უნდა აღიჭურვოს ფიქსირებული ლითონის საფეხურით ან ტრაპით. შესაძლებელია მხედველობაში იქნეს მიღებული ალტერნატიული კვანძები ან ძელები, დამაგრებული ვანტების გასწვრივ ტრადიციულ გემსართავებზე, სათანადო მუდმივი ტრაპის შექმნის მიზნი