1. ყველა იახტა აღჭურვილი უნდა იყოს სათანადოდ დარეგულირებული მაგნიტური კომპასით ან სხვა საშუალებებით, რომლებიც არ იქნება დამოკიდებული ელექტრომომარაგებაზე, გემის კურსის განსაზღვრისა და ჩვენებების გამოსახვის მიზნით საჭით მართვის მთავარ პოზიციაზე.

2. 150 საერთო ტევადობის და (GT) მეტი ყველა იახტა აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი მაგნიტური კომპასით.

3. ფოლადის იახტებზე შესაძლებელი უნდა იყოს კომპასის გასწორება B, C და D კოეფიციენტებსა და დაგვერდებასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე.

4. მაგნიტური კომპასი და რეტრანსლატორი ისე უნდა განთავსდეს, რომ მათი დანახვა და წაკითხვა ადვილად შეძლოს საჭით მართვის მთავარ პოზიციაზე ვახტზე მყოფმა მესაჭემ.

5. 24 მეტრი და მეტი სიგრძის იახტების შემთხვევაში, მაგნიტური კომპასები წარმოდგენილი უნდა იყოს კომპასის დევიაციის გრაფიკთან ერთად.

6. 24 მეტრზე ნაკლები სიგრძის და მოკლე მანძილზე მცურავი იახტები უნდა იყენებდეს სატელიტურ კომპასებს შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:

ა) დამონტაჟებულია ორი, დამტკიცებული ტიპის სატელიტური კომპასი;

ბ) კომპასების კვება ხდება დამოუკიდებლად ელექტროენერგიის მთავარი და ავარიული წყაროებიდან;

გ) თითოეული კომპასი უზრუნველყოფილია სარეზერვო კვების წყაროთი (UPS), მინიმუმ 30-წუთიანი მუშაობისთვის საკმარისი სიმძლავრით;

დ) კომპასებს აქვთ განცალკევებული ეკრანები;

ე) ერთი კომპასი განთავსებულია საჭით მართვის მთავარ პოზიციაზე, ხოლო მეორე კომპასი უნდა განთავსდეს იმ ადგილზე, რომელიც იქნება თვალსჩინო საჭით მართვის მთავარი პოზიციიდან;

ვ) გიროკომპასის შემთხვევაში, ასევე შესაძლებელი უნდა იყოს მისი დამოუკიდებლად კვება UPS სისტემიდან.

7. ყველა იახტა აღჭურვილი უნდა იყოს აკუსტიკური ზონდით, რომელიც ადვილად დასანახი იქნება სანავიგაციო პოზიციიდან. 300 საერთ ტევადობის და (GT) ნაკლები იახტებზე არ არის აუცილებელი, რომ აღნიშნული მოწყობილობა იყოს დამტკიცებული ტიპის.

8. ყველა იახტა აღჭურვილი უნდა იყოს 9 GHz რადიოლოკატორით.

9. ყველა იახტა აღჭურვილი უნდა იყოს საჭის მიმართულების გადახრის კუთხის ინდიკატორით.

10. ყველა იახტა აღჭურვილი უნდა იყოს გლობალური სანავიგაციო სატელიტური სისტემის (GPS) მიმღებით ან სხვა საშუალებებით, რომლებიც ხელსაყრელი იქნება ნებისმიერ დროს გამოყენებისთვის რეისის განმავლობაში, იახტის პოზიციის დადგენის და ავტომატურად განახლების მიზნით.

11. ყველა იახტა აღჭურვილი უნდა იყოს ძრავის ბრუნვების მრიცხველით სანავიგაციო ხიდურზე.

12. ყველა იახტა აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო ზომის და ინტენსივობის საძიებო განათებით, ღამით საძიებო და სამაშველო სამუშაოების სისრულეში მოყვანისა და დღე-ღამის ბნელ დროს ღუზის ჩაშვების ოპერაციებისთვის დასახმარებლად.

13. ყველა იახტა აღჭურვილი უნდა იყოს დღის სინათლის ეფექტური სასიგნალო განათებით. 150 საერთო ტევადობის და (GT) ნაკლები იახტებზე, მიღებულია მორზეს ანბანის შესაბამისი ეფექტური წყალგამძლე ელექტროფარანი.

14. 300 საერთოო ტევადობის და (GT) მეტი ყველა იახტაზე წარმოდგენილი უნდა იყოს ავტომატური იდენტიფიცირების სისტემა (AIS).

15. 300 საერთო ტევადობის და (GT) მეტი ყველა იახტაზე უნდა დამონტაჟდეს გემების შორ მანძილზე იდენტიფიცირებისა და კვალის დადგენის (LRIT) სისტემა. სისტემის სერტიფიცირება უნდა მოხდეს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის MSC.210(81) რეგლამენტის თანახმად.

16. ყველა იახტაზე წარმოდგენილი უნდა იყოს ისეთი საზომი ხელსაწყოები, როგორიცა ბარომეტრი, ანემომეტრი ან ინკლინომეტრ