1. ყველა იახტაზე არსებულ უსაფრთხო სანავიგაციო რადიოდანადგარებთან დაკავშირებით მოქმედი მინიმალური მოთხოვნები განისაზღვრება დანართი №1-ის ცხრილი №5-ის შესაბამისად.

2. ენერგიის სპეციალური სარეზერვო წყარო, დამოუკიდებელი ელექტროენერგიის მთავარი და სარეზერვო წყაროებისგან, გათვალისწინებული უნდა იქნეს ავარიული და უსაფრთხო რადიოკავშირის უზრუნველსაყოფად ელექტროენერგიის მთავარი და ავარიული წყაროს მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში. აღნიშნულ წყაროს უნდა ჰქონდეს მინიმალური სიმძლავრე აუცილებელი რადიოდანადგარების სამუშაოდ მინიმუმ შემდეგი პერიოდის განმავლობაში:

ა) 1 საათი ელექტროენერგიის ავარიული წყაროების მქონე იახტებზე; და

ბ) 6 საათი ელექტროენერგიის ავარიული წყაროების არმქონე იახტებზე.

3. ძებნისა და უბედური შემთხვევების დროს გამოყენებული საზღვაო კავშირის გლობალური სისტემის (GMDSS) მოწყობილობების ექსპლუატაცია უნდა უზრუნველყონ ჯეროვნად კვალიფიციურმა GMDSS ოპერატორებმა, რომლებიც ფლობენ კომპეტენციის დამადასტურებელ ვალიდურ სერტიფიკატს, მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირების და ვახტის გაწევის შესახებ საერთაშორისო კონვენციის (STCW) IV თავის შესაბამისა