1. ყოველი იახტა უნდა აკმაყოფილებდეს ზღვაში გემების შეჯახების თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო წესებს (COLREG), არსებული ვითარებიდან გამომდინარე. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარკვეული ტიპის იახტების გეომეტრიული პროექტიდან გამომდინარე, მთავარი ანძის გრძივი პოზიციის განთავსება მისაღებია იახტის შუა ნაწილის კიჩოზე.
2. დამტკიცებული ტიპის ან სერტიფიცირებული სანავიგაციო სანათები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ძირითადი და ავარიული ელექტრომომარაგებით. თუ სანავიგაციო სანათებზე არ იქნებ წარმოდგენილი ორმაგი სანათები, ბორტზე უნდა იყოს სათადარიგო სანათები, ხოლო სანათების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მათი შეცვლა მარტივად უნდა იყოს შესაძლებელი უმოკლეს დროში.
3. 24 მეტრი და მეტი სიგრძის იახტებს უნდა ჰქონდეს საკუთარი სანავიგაციო სანათების გეგმა, რომელიც დამტკიცებული იქნება აღიარებული ორგანიზაციის ან დანიშნული/აღიარებული შემმოწმებლის (სურვეიერის) მიე