1. 24 მეტრი და მეტი სიგრძის იახტების შემთხვევაში ჯაჭვის ტროსის და ღუზების ზომას და მდგრადობას გააჩნია სათანადო აღჭურვილობა იმ შემთხვევაში, თუ მათი დამონტაჟება მოხდება აღიარებული ორგანიზაციის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

2. 24 მეტრზე ნაკლები სიგრძის იახტების შემთხვევაში, ჯაჭვის ტროსის და ღუზების ზომა და მდგრადობა განისაზღვრება დანართის №1-ის ცხრილი №4-ის შესაბამისად.

3. ყველა იახტას უნდა ჰქონდეს მინიმუმ ორი (2) ღუზა. მინიმუმ ერთი ღუზა ყოველთვის უნდა იყოს მზადყოფნაში გამოყენებისთვის.

4. ღუზის ამოსაწევი ელექტროჯალამბარების ელექტრომომარაგება უნდა განხორციელდეს კვების ავარიული წყაროებიდან ან უნდა ჰქონდეს ხელით მართვის შესაძლებლობა.

5. ყველა იახტა აღჭურვილი უნდა იყოს საბუქსირე ტროსით, რომლის სიგრძე და დიამეტრი უნდა იყოს არანაკლებ საჩერებელი ანკერისა/ვერპისა. საბუქსირე ტროსი შესაძლებელია იყოს დახვეული ვერპისთვი