1. სამანქანე განყოფილებებით დაუშვებელია 60°C-ზე ნაკლები აალების წერტილის მქონე საწვავის ან აალებადი სითხეების გადაზიდვა.

2. ბენზინისა და სხვა ადვილადაალებადი სითხეების რაოდენობა, გარდა დიზელისა და მაზუთისა, დაყვანილი უნდა იქნეს მკაცრად შეზღუდულ მინიმუმამდე.

3. აღნიშნული აალებადი სითხეების განთავსება დასაშვებია მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებების ან ხომალდების საწვავის ცისტერნებში, რომლებიც სათანადო წესის დაცვით იქნება განთავსებული ბორტზე, ან შესაბამის, ამგვარი საწვავის შესანახად დაპროექტებულ და აგებულ საცავ განყოფილებებში.

4. აალებადი სითხეების გადასაზიდად გამოყენებული კონტეინერები დამზადებული უნდა იყოს აღიარებული სტანდარტის შესაბამისად.

5. ღია გემბანზე მცირე ზომის საცავი განყოფილებების მდებარეობა, რომლებიც გამოიყენება ხელის კონტეინერების შესანახად, თვალსაჩინოდ უნდა იქნეს აღნიშნული შესაბამისი ნიშნით, რომ შეიცავს აალებად მასალას და მათზე წარმოდგენილი უნდა იყოს მოწევის ამკრძალავი ნიშნები. ამასთანავე, ისინი უნდა:

ა) განთავსდეს ნებისმიერი მომატებული რისკის ზონისგან მოშორებით;

ბ) მათ შიგნით ან გარშემო დაუშვებელია ელექტროაპარატურის განთავსება;

გ) ჰქონდეს ბუნებრივი ვენტილაცია ზემოთ და ძირზე;

დ) ჰქონდეს ბორტსმიღმა გამავალი ავტომატურად გამწოვი ხვრელები;

ე) ჰქონდეს საწვავის კონტეინერების დამცავი საშუალებები.

6. დახურულ სივრცეებს და დიდი ზომის საცავ განყოფილებებს, რომლებშიც განთავსებული იქნება სატრანსპორტო საშუალებები ან ხომალდები საწვავთან ერთად, 60 გრადუს ცელსიუსზე ნაკლები აალების წერტილით ამგვარი საწვავის შესანახ ცისტერნებში ან საცავ განყოფილებებში, უნდა ჰქონდეთ:

ა) სტაციონარული, საკაბელო, მექანიკური სავენტილაციო სისტემა, დამზადებული ექსკლუზიურად აღნიშნული სივრცისთვის, რომელიც არ იქნება კავშირში ბორტზე არსებულ ნებისმიერ სხვა სივრცესთან. გამოყენებული ძრავი უნდა იყოს დაცული ნაპერწკლების გაყრისგან. სავენტილაციო სისტემის სიმძლავრე უნდა შეადგენდეს საათში 6 ჰაერის მუხტს;

ბ) ხმოვანი და ვიზუალური სიგნალიზაცია უნდა დამონტაჟდეს ხიდურსა და საცავის შესასვლელში, ჰაერის ნაკადის მნიშვნელოვანი შემცირების ჩვენების მიზნით. ჰაერის გაწოვა უნდა მოხდეს შესაბამისი გაყვანილობით ტრიუმის ქვედა ნაწილიდან. გამწოვ მილგაყვანილობაზე უნდა დამონტაჟდეს ჩამკეტი სარქველი, რომლის ჩაკეტვაც მარტივად იქნება შესაძლებელი გარედან;

გ) ყოველგვარი ელექტრომოწყობილობა, რომელიც დამონტაჟებულია აღნიშნული სივრცის გემბანის ზემოთ 450 მმ სიმაღლეზე, უნდა იყოს სერტიფიცირებული ბენზინთან ერთად გამოყენებისთვის. ყველა დანარჩენი ელექტრომოწყობილობის დაცვის კლასის მინიმალური სტანდარტი უნდა იყოს IP55. ამ სივრცეში უნდა დამონტაჟდეს ავარიული განათება. სივრცის ფარგლებში არსებული ყოველგვარი განათება უნდა წარმოადგენდეს დახურული ტიპის დაბალი ძაბვის განათებას;

დ) საწვავის დეტექტორზე უნდა დამონტაჟდეს სიგნალიზაცია ხიდარასა და ეკიპაჟის საცხოვრებელ სივრცეში.

7. ადვილაალებადი პროდუქტების შესანახად გამოყენებული საცავი განყოფილებები აღჭურვილი უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი სავენტილაციო სისტემებით. აღნიშნული სისტემების მომსახურება უნდა მოხდეს სრულიად დაცული სავენტილაციო გამწოვი საშუალებებით. სავენტილაციო სისტემების გაწოვის მხარეს წარმოდგენილი უნდა იყოს ნაპერწკლური განმმუხტველები. 4 კვ.მ.-ზე მეტი საერთო ფართობის მქონე საღებავების საცავის შემთხვევაში, დამატებითი მოთხოვნები განისაზღრება ამ წესის 63-ე, 76-ე და 77-ე მუხლებით.

8. 4 კვ.მ.-ზე ნაკლები საერთო ფართობის მქონე საცავი განყოფილებები, სადაც ინახება საწვავით გამართული სანათები, პარაფინი, საღებავის ქილები და სხვა აალებადი მასალები, აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო სავენტილაციო მოწყობილობებით. საცხოვრებელ სივრცესთან პირდაპირი კავშირი დაუშვებელია.

9. აკრძალულია საწვავის, საპოხი ზეთების ან ნებისმიერი სხვა აალებადი მასალის გადაზიდვა წინა ერდოს სივრცეში ან ფორპიკსა თუ ბაგირის კოლოფებში.

10. ყველა ცისტერნიდან გამომავალ საწვავის მილებზე უნდა დამონტაჟდეს დისტანციური მართვის ჩამკეტი სარქველები. აღნიშნული სარქველები აღჭურვილი უნდა იყოს დახურვის მექანიკური საშუალებებით. 500 საერთო ტევადობის ნაკლები (GT) მქონე იახტების შემთხვევაში, დასაშვებია დაბალი ძაბვის, ელექტრომართვის, გამთიში სოლენოიდური სარქველების გამოყენება იმ პირობით, თუ სისტემას დაამტკიცებს აღიარებული ორგანიზაცია ან დანიშნული/აღიარებული შემმოწმებელი (სურვეიერი).

11. წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი საშუალებები სამანქანე განყოფილებების გარედან საწვავის მიმწოდი ტუმბოების გასაჩერებლად.

12. საწვავის ფილტრის თასები უნდა იყოს მთლიანად ლითონის კონსტრუქციი